თუ ქალი ღამის 5:00-ზე (თუ დილის) არაადეკვატურად კივის, ისტერიკაშია, კარის/კედლის მეზობლები გაიგონებენ და რას იტყვიან?
გაჩუმების მიზნით, პირზე ხელს ისე ნაზად აფარებ, რომ შემთხვევით ტუჩი უსკდება და სისხლი მოსდის...
აი, ამ შემთხვევაში გამართლებულია.
პ.ს. "არავინ" კითხულობს, რატომ არის ქალი ისტერიკაში? იქნებ ამ ბატისტვინა არსებასაც აქვს მიზეზები? იქნებ უფრო ხმამაღლა უნდა კიოდეს, ისე, რომ მხოლოდ მეზობლებმა კიარა, მთელმა ქვეყანამ გაიგოს?
ქალი აფექტშია - კაცს სახლიდან აგდებს.
(ჩემოდანს საკუთარი ხელით ულაგებს, კარისკენ მიუთითებს. მადლობა ღმერთს, თვითონ წასასვლელი არსადაა - საკუთარ სახლშია...)
კაცი გადადის ხვეწნის რეჟიმში და მუქარისაც, სხვათაშორის

რომ თუ ახლა არ შეურიგდება, მერე გვიან იქნება.
კაცი აღმოჩნდება "სიტყვის კაცი".
ქალი იბნევა, მოგვიანებით.
ვარდება სასოწარკვეთილებაში, აპათიაში, აგონიაში.
ადანაშაულებს საკუთარ თავს, ყველაფერში!
ჭამს ჭამს ჭამს - ჯერ N რაოდენობის საჭმელს, მერე ესეც ვერ აწყნარებს
და იწყებს საკუთარი თავის ჭამას...
ბოლოს
ბოლოს ისე ხდება, რომ ვინ თქვა არ მოვინდომოთ, თორემ იქით არ ვიძალადოთ, კაცებზე?
სურვილი მაქვს მოვკლა.
ეს სურვილი არის მკაფიო და კონკრეტული.
თუ გაუმართლა - გადავიფიქრებ და მხოლოდ მის იმ მიმართულებით გამწარებას დავჯერდები, ჩემი კარგად ყოფნა რომ მოუტანს.
პ.ს. მიზეზი - იმ მომენტში, მამაჩემის ნაყიდი ლეპტოპი, რომელიც ჩემი დისთვის უნდა მეჩუქებინა, შეპირებული ვიყავი და ამას თავისი ძვირფასი დეიდაშვილისთვის შეუგულებია, უკვე.
ამის უფლება ჰქონდა - თვითონ მაკი მაჩუქა, პრო, 13-იანი, დააყოლა, აუცილებლად, რომ მოსკოვში 2500 $ ღირდა.
ჩემებისთვის არაფერი გემეტებაო....
მოკლედ.
ოდესმე ამ თემას არამხოლოდ ფორუმზე დაცლის და გაზიარების დონეზე მივხედავ.
ყველა მოძალადეს მოგხედავთ, ჯერ სად ხართ
This post has been edited by სუფთა*დაფა on 22 Oct 2014, 14:21