marinasilverძალიან არასწორად გაგიგე

არ გეწყინოს და უკუღმა

რას ნიშნავს რომ სუსტზე ხელს არ აღმართავს? იმას კი არა ბოქსიორია მაგარ კუნთები აქვს გარშემო თავაწეული დადის აგინებენ და ეს ხელს არ ანძრევს.
უფრო მარტივია ყველაფერი.
თუ ჯენტლმენი კაცია, არასდროს იჩხუბებს (უფრო სწორად ხელს არ დაარტყავს) ვიღაც ლაწირაკ ბავშვს ან 16-17 წლის მოზარდს.
მოხუცთან მოერიდება სიტყუაციის დაძაბვას და ქალზე არ აღმართავს ხელს, თუ ეს ქალი რა თქმა უნდა უმა თურმანი არ არის ფილმიდან მოკალი ბილი.
ასევე ინვალიდს, უნარ შეზრუდულ ან გონება შეზღუდულ ადამიანებს მოერიდება.
ასევე თუ არის 90 კილოანი მოზვერი არ გაუხარდება როცა 55 კილოანი -6 სათვალიანი კაცი შეაგინებს იმ მოტივით რომ ეხლა მას ცემს და მერე ამით იტრაბახებს.
+ არ დაარტყავს ხელს უკვე წაქცეულ ადამიანს რომელიც უკვე ვეღარ უწევს მას წინააღმდეგობას.
ასევე ხროვად არ მივარდებიან ერთ კაცს ჯენტლმენები და რიცხობრივი უპირატესობით არ ისარგებლებენ, განსაკუთრებით მაშინ თუ კაცი ცდილობს უბრალოდ გაიქცეს ან ჩხუბის ყოველგვარი სურვილი დაკარგული აქვს.
მეზარებოდა მაგდენის წერა მაგრამ დამაწერინე მაინც

აი ეს არის ჯენტლმენის თვისებები და საუკუნეების განმავლობაში არ იცვლება საბედნიეროდ. ბატონ-ყმობა იქნება, დემოკრატია თუ მონათმფლობელობა ვაჟკაცი ყოველთვის ვაჟკაცად რჩება