ისე ეს ბეეევრი ლუდი და მეგობრები უფრო ამერიკული კინოებიდან გადმოღებული პონტია ხო?

თორე რა ლუდი...
კარგი კახური ტანინიანი რქაწითელი და ბუხარში წალამზე აშიშხინებული მწვადი მაინც გეთქვა

ბეევრ მეგობართან ერთად კარგია ფეხბურთის თამაში და ქართულ სუფრაზე ყოფნა...
თორე ლუდით ღრეობა, ზემოთნახსენებ ამერიკულ ფილმებში როა - ბევრი ლუდი და ბევრი გოგოები, სასაცილოა ჩემთვის...
ლუდის დალევა მიყვარს ვიწრო წრეში, მაქსიმუმ 5-6 კაცი...
კარგი ხორბლის გაუფილტრავი ლუდი...
კანჭი...
ბოთლიდან ლუდის დალევის დედა ვატირე...
სულ ის ანეგდოტი მახსენდება ხოლმე:
მიხო დაიჭერს ოქროს თევზს და თევზი შეეხვეწება, მიხო, გამიშვი და ნებისმიერ სურვილს შეგისრულებო...
დაფიქრდება მიხო და "პივას" ვფსამდეო....
კაიო, ეტყვის ოქროს თევზი და მიხოც გაუშვებს...
მივა მიხო სახლში გახარებული და გასძახებს მაროს - ორი კათხა(ორიგინალში ბაკალი) გამოიტანეო...
გამოიტანს მარო, მიხო შეიყენებს კათხას, ჩამოასხამს ლუდს და დალევენ...
მეორე დღესაც იგივე - მარო ორი კათხა გამაიტანეო, ჩამოასხამს და დალევენ...
ესე გრძელდება ერთი კვირა...
ერთი კვირის მერე მიდის მიხო სახლში და მარო ერთი კათხა გამაიტანეო - გასძახებს...
კი მაგრამ მეო - გაუკვირდება მაროს...
დღეს შენ ბოთლიდან სვამო - კმაყოფილი უპასუხებს მიხო...
ხო და ეგაა რა
This post has been edited by Frankens†ein on 29 Dec 2011, 16:01
Mens sana in corpore sano...