ალბათ,
საჩუქრები პირობითად 3 კატეგორიად შეიძლება რომ დავყოთ.
1. საჩუქარი რომლიც, წმინდად ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე არიან ძვირფასი. მაგალიად რომელიმე ცნობილი ბრენდის საათი, ყველაზე ახალი და მოდური სუნამო, სამკაული ძვირფასი ლითონისაგან, სადღესაწაულო სუფრა პრესტიჟულ, ძვირადღირებულ რესტორანში, ძვირადღირებული საოჯახო ტექნინა ან ავეჯი და ა.შ. ეს ყველაფერი ნამდვილად გამოხატავს მჩუქებლის ყურადღებას და პატივისცემას კონკრეტული ადამიანისადმი (უარეს შემთხვევაში რაღაც მნიშვნელოვან ინტერესს, თუნდაც მერკანტილურს). ამდენად არანაირი საფუძველი არა აქვს "ერციპიენტს" უკმაყოფილებისათვის. თუმცა ეს ყველაფერი ა.ვ. გარეგანია, შენი ინდივიდუალურობა აქ თითქმის არანაირ როლს არ თამაშობს _ ამ ტიპის საჩუქარი ძვირფასი და მოსაწონია ყველა ნორმალური ადამინისათვის.
ასეთი საუქარი შეძლება გაჩუქოთ შრომითმა კოლექტივმა, ბიზნეს-პარტნიორმა, ცოლის ნათესავებმა, მადლიერმა მოწაფეებმა, მომქრთამავებმა ... კიდევ ვინმე ეგეთმა.
2. საჩუქარი რომელიც ძვირფასი სუბიექტური თვალსაზრისით. პირადი ინტერესები, ოცნებები, მოგონებები და სხვა ისეთი, რაც მხოლოდ ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი და ძვირფასი ამ საჩუქრში "დევს" და ძირითად ღირებულებას მას სწორეს ეს "პირადი" სძენს. მაგალითად კარგი წიგნი იმ თემაზე, რომელიც ჩვენ მართლა ძალიან გვაინტერესებს, მოგზაურობა იმ ადგილებში სადაც ვოცნებობდით წასვლას და ვერ ვახერხებდით ამდენია ხანის მანძილზე, აბონიმენტი ჩვენი საყვარელი თეატრის სპექტაკლებზე დასაწრებად, ჩვენი საყვარელი მომღერლის სტუმრობა სადღესაწაულო სუფრაზე, რომანტიული-საღამო ინტიმური შტრიხებით პირად ჩვენთვის და ა.შ. ანუ საჩუქარები რომელიც ჩვენი პიროვნების ახლოს და კარგად ცოდნას მოითხოვს მჩუქებლისაგან და ეს გარემოება თავისთავად გულისხმობს სიახლოევს, სიყვარულს და პატივისცემას (ნუ იდეაში მაინც)

ასეთ საჩუქრებს როგორც წესი უახლოესი მეგობრების, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანებისაგან ვიღებთ
3. საჩუქარი, რომელიც არცერთ ზემოთჩამოთვლის კატეგორიაში არ ჯდება და ამდენად არანაირად არაა ძვირფასი ჩვენთვის. მჩუქებლისათვის ეს ფორმალურად, მოვალეობის მოხდაა და მეტი არაფერი. ალბათ სწორედ ასეთ ნაჩუქებს შეძლება ეწოდოს უგვანო.
რათქმაუნდა ცხოვრებაში "წმნიდა სახით" იშვიათად თუ გვხვდება რამე და მათ შორის ეს, საჩუქრის "კატეგორიები", თუმცა კონკერტულ შემთხვევაში, რომელიმე მაინც გამოხატულად ყოველთვის არის.