#27428580 · 18 Sep 2011, 04:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
და რა მოხდა...?? მარტო ქალის კი არა, ოჯახის წევრების და ახლობლების დაცვაც უნდა შეეძლოს... თუ ფიზიკურად ვერ ერევა ვინმეს ან თუ რიცხობრივ უმცირესობაშია, მაშინ ისეთი საშუელებები გამოიყენოს, რითაც ძალებს გაათანაბრებს. შეიძლება კაცურ ჩხუბში სწორი არ იყოს დანის ხმარება და ა.შ., მაგრამ როცა ქალს და ოჯახის წევრს ემუქრება საფრთხე და მათ იცავს, დანა კი არა, სულ ანთებული "სვარკით" უნდა გადაადუღოს ყველა, ვინც მათ საფრთხეს უქმნის.....
თუ გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე ეს არ შეუძლია კაცს (რაც მთავარია, ცდითაც არ ცდილობს), მაშინ ეს და სხვა კაცური ფუნქციები სხვას უნდა გადააბაროს ოჯახში, რაც ალბათ კაცობის დაკარგვაზე ნაკლები ტრაგედია არაა უმრავლესობისთვის..
საერთოდ მუშტების ქნევას ყოველთვის ჯობია საშარო სიტუაციები თავიდანვე გათვალო და თავი აარიდო. თუ ვერ არიდებ, ახლობლები მაინც აარიდო.
და კიდე... სჯობს პარტნიორი ქალიც შეგნებული გყავდეს და ხელოვნურად არ გტენიდეს და თავსაც იტენიდეს უსიამოვნებებში. ნუ, ერთხელ, ორჯერ.. გასაგებია, ყველას შეიძლება მოუვიდეს... და თუ სულ პრობლემები აქვს და სულ დაცვა ჭირდება, ესე იგი, პრობლემები სხვაგან აქვს... და კაცი, თუ კვერცხი არაა ან თუ ანაზღაურებად საწყისებზე არ აკეთებს ამას, არავისი "ბოდიგარდი" არ უნდა იყოს! ტაკ ვოტ...
--------------------
IO sono ARIES, bitch!!
|