გოგოს შევხვდი....
მოდი, საბილიარდოში წავიდეთ მეთქი. კარგიო... ხოდა რომ მივედით და ყველაფერი რიგზე რომაა, ვამჩნევ რომ მოკლე კაბა აცვია

რა ვქნა მეთქი, კაბაზე კი არა, თვალებში გიყურებდი მეთქი

ერთხელაც დიდუბეში ავტობუსს ველოდებით... ხოდა უეცრად (რა კარგად შევარჩიე ეგ სიტყვა

) მოდის ჩემი ძმაკაცი და რას შვებიო შეჩემაო, რავახარო? ის შენი ნათია ვნახე ამ წუთას, წინა კვირას რომ მიასვი, მაგარ ვიდზე დგასო... (ჩემს გოგოს ნინო ჰქვია და თმა ყალყზე დაუდგა)... რა არი ბიჭო, რას გავხარ, წვერი გაიპარსე ტო, მეზობლის დვარნიაჟკას რომ გავხარო

ჩემი დედა ვატირე ისეთი შემოვარტყი რომ 109 ნომრის მძღოლი დღესაც გამარჯობას მეუბნება რომ მხედავს
* * *
ჩემი გოგო ზუსტად ჩემი სიმაღლეა რა.... ხოდა ერთხელ ვდგავარ გაჩერებაზე დ ახელი მაქვს გადახვეული.. ხოდა ამდენ ხალხში მეუბნება ხელი ჩაწიეოოო! მეთქი რა პონტში (ხალხს "ოჯახური კონფლიქტის" სუნი ეცა) რატოო და აღარ შემიძლია მოხრილი დგომაო, კუზი დამედოოო

ხოდა სიმაღლეს კიდე რაც შეეხება. მე და ამ გოგოს დიდი ხნის წინ ურთიერთობა გაწყვეტილი გვქონდა ცოტა ხნით. ხოდა ვურეკავ ერთხელაც გამოდი მეთქი უნდა გნახოოო... ხოდა მაგას დავიწყებია რომ ერთი სიმაღლისანი ვართ, თუ უბრალოდ ეგონა რომ გავმაღლდებოდი, ქუსლიანები ჩაუცვამს... დალშე აღარ ითქმის

სულ ახლახან რომ ვნახე და რამე (ამას უკვე პაემანი არ ჰქვია, მერამდენედ უნდა ვნახო ვაა), მოკლედ ბომჟაობა გადავწყვიტეთ

ვიყიდეთ ყველი, კალბასი, პივა, თონის პური და კიდე რაღააც-რუღაცეები... ხოდა ვზივართ ჩვენს ადგილას (არ დავასახელებ

) და ჩვენს პონტში ვააართ.... გამოიარეს ჩემმა ოთხმა ძმაკაცმა და შორიდან დამინახეს და მოვიდნენ... რას შვებიო, რავახარო? რომ ვუთხარი ჩემი შეყვარებულია თქო ეს გოგო, თავი გაიქნიეს და ერთერთმა თქვა "წარმომიდგენია პირველ დღეს სად დაპატიჟებდიო"

აუ რა გამიტყდააა

მაგრამ მაგრად ვიცინეთ იმ დღეს
ერთხელ კიდე დილის 8 საათიდან საღამოს 10-მდე ერთად ვიყავით გარეთ და ტუალეტში იმდენჯერ შევედით რომ ბოლოს რომ მკითხა დავიშალოთოო? ვუპასუხე, წამო გამომყევი მეთქი, ტუალეტში მინდა