სადმე რომ მპატიჟებენ სულ ვერიდები ხოლმე რამის შეკვეთას.
ვფიქრობ ფული რო არ ქონდეს,,, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდოთქო.
ისე უცხო ბიჭებს არც ვხვდები. ძააალიან იშვითად.
ისეთებს ვხვდები ვისთვისაც არ გამიტყდება ვკითხო ფული რამდენი გვაქვს?
ან თუ დაგვაკლდება მე დავამატო : )
და საერთოდ არ მიყვარს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში პაემნები.
: )
როცა მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ, ბევრად გახსნილი და თავისუფალი ვარ

არ მჭირდება დამსწრეები

))
აუ ერთი გამახსენდა ეხლა..
დაახლოებით 8 წლის წინ.
ერთმა ბიჭმა დამპატიჟა თეატრში წავიდეთო.
მაშინ რუსთაველის სარდაფი ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა.
ჰოდა სადღაც ნეიტრალურ პოზიცაზე შევხვდით და ერთად გავისეირნეთ თეატრამდე.( რომანტიულად დაიწყო ) და რომ შევედით აღმოჩნდა რომ ბილეთები კი არ ქონდა ნაყიდი , ვიღაცა ნაცნობი ყავდა და იმან შეგვიყვანა.
მაგრამ საბოლოო უხერხულობა ის იყო, როცა ისიც აღმოჩნდა რო მე სადღაც მაღლა შექუჩულში დამსვეს და ის სადღაც სხვაგან მოთავსდა , დაჟე ვერც დაჯდა. იდგა : )))))))))
სპექტაკლიც საშინელი აღმოჩნდა და პაემანიც : )))
მერე აღარც მინახავს ეგ ბიჭი
This post has been edited by ChioChioSan on 28 Mar 2012, 12:25