კიდევ ერთი ძალიან უხერხული არშემდგარი პაემანი გამახსენდა : ))))
სადღაც 2000-2001 წლებია

ჰოდა მირკია ძაან აქტუალური თემა, იმიტო რო მეტი გასართობი არ არსებობს.
გავიცანი ერთი ბიჭი სახელად ლაშა.
ვილაპარაკეთ დიდხანს და ბოლოს დადგა ის დღე როცა ვირტუალობა რეალობად უნდა გვექცია : )))
დაგეგმილი იყო, რომ უნდა შევხვედროდით რუსთაველზე, ოპერასთან
და მერე წავსულიყავით პლეხანოვზე ერთ ჩვენ საერთო ნაცნობთან.
ნუ მივედი ამ ოპერასთან და ვხედავ დგას ერთი ბიჭი და აშკარად ვიღაცას ელოდება.
მივედი, გამარჯობა ლაშა შენ ხართქო?
კიო მე ვარო. და გავიცანით ერთმანეთი : )
აღმოჩნდა რომ ახლდა ძმაკაცი ( კი გავიფიქრე რას წამოათრიათქო) მაგრამ ნუ რას ვიზამდი.
აქ შემხვდაო და თუ არ იქნები წინააღმდეგი ჩვენთან ერთად წამოვაო.
ის ძმაკაციც გავიცანი, გიორგი.
და ავუყევით რუსთაველს.
პერიოდებში ეს ჩვენი ლაშა გადიოდა, ხან ტელეფონი ურეკავდა ხან მაგაზიაში შედიოდა.
და მტოვებდა გიორგისთან, რომელიც გაუჩერებლივ მელაპარაკებოდა.
გამომკითხა ყველაფერი, სად გავიცანით მე და ლაშამ ერთმანეთი,
მე "გავიხუმრე" გაზეთ სიტყვა და საქმეში განცხადება მქონდა და გამომეხმაურათქო.
ნუ დავდივართ ასე, მივსეირნობთ , კარგი ამინდია..
და უცებ ზარი შემოდის მობილზე ლაშას სახლის ნომრიდან და ტელეფონი დაჯდა!
ლაშას ვეკითხები შენი სახლიდან ვინ მირეკავსთქო?
და ჩემი ძმაკაცი დავტოვე და ნომერი დავუტოვეო და ალბათ ის მირეკავდაო..
მოკლედ ჩავედით პლეხანოვამდე, ის ჩვენი საერთო ნაცნობი სახლში არ დაგვხვდა.
ამოვბრუნდით უკან .. და უკვე კააარგი მეგობრები ვართ : )))
უკვე დაბნელდა და სახლში წასვლის დროა.
ველოდები ტაქსს.
და უცებ ლაშა მეუბნები
აუ რაღაც უნდა გითხრაო : ))
მე ლაშა არ ვარ, შოთა ვარო : )))))))))
მემგონი ბედია ეს ჩვენი შეხვედრა და ნომერი დამიტოვეო.
მე ტაქსი გავაჩერე სასწრაფოდ ჩავჯექი და უკანმოუხედავად წამოვედი

თურმე აღმოჩნდა რომ, ვიღაცა უცხო ბიჭებს მივადექი და ამათმაც იფიქრეს გავერთობითო : ))))
ის საწყალი, ნამდვილი ლაშა კი რო მოვიდა ოპერასთან და არ დავხვდი, მიბრუნდა სახლში და მირეკა და მირეკა და ეგონა რო მე ტელეფონი გამოვრთე.
მას შემდეგ ძაან ვეცადე მარა ვერ შემოვირიგე : )))) ვერ დავაჯერე რომ ესეთი ისტორია გადამხდა თავს : )))
და იქნებ, მართლა ბედი იყო

შოთა სად ხაარ?

))))