რამოდენიმე წლის ინტერნეტით გავიცანი ერთი გოგო. მოკლედ შევთანხმდით შეხვედრაზე. ვიცი, რომ ჩუპა ჩუპსი უყვარს : ))) და მეც გავივსე ჯიბეები და გავემართე ამაყად. : )
ვდგავარ ეხლა და მამაცურად ვიტან მის დაგვიანებას, თავში ათასი ფიქრი მიტრიალებს მეთქი ხო არ გადამაგდო მე კიდე ვდგავარ აქ ლენჩივით ჩუპა-ჩუპსის ,,თაიგულით" ხელში თქო.
გავიდა რამოდენიმე წუთი და მოდის!

მე დაყენებული პოზიტიური და ბუნებისგან მონიჭებული ,,შარმით" აღვსილი ღიმილით მივაჭერი და მთელი გრაციოზულობით ,,მივართვი" ჩუპა-ჩუპსების გროვა: ))) წიპა მივაყარე! სახეზე აშკარად გაურკვევლობის და დაბნეულობის ღრუბელმა გადაურბინა, ვიფიქრე პირველად რო ვხვდებით დაიბნა თქო და მეც ინიციატივით და უხერხულობის გასაფანტავად გადავხვიე ხელი წამოდი სადმე დავსხდეთქო და მიმყავს. უცბად მოწყვეტით გაჩერდა და ფეხების ბაკუნით მომახალა მე არსად მოვდივარო...
და უეცრად აღმოვაჩინე შემდეგი საოცრება. თურმე შემთხვევით გამვლელი ყოფილა და სახლში მიდიოდა თავისთვის!

მორცხვად დამიბრუნა ჩუპა-ჩუპსი და იმედია შეხვდები შენს ... (სახელი) -ო. მეც როგორ გეკადრება ეს ჩემგან სახსოვრადთქო.

(უკან ხო არ გამოვართმევდი ), ბევრი ვიცინეთ ამ გაუგებრობაზე და წარმატებები ვუსურვეთ ერთმანეთს და დავემშვიდობეთ. კიდევ კარგი საკმარისზე მეტი დაიგვიანა იმ გოგომ რომ არ შეესწრო ამ ყველაფერს. : ))))
This post has been edited by janishi on 15 Nov 2013, 13:13