ალბათ ეს არის სიყვარული...
როცა არაფერი და არავინ გინდა მის გარდა.
როცა არ გინდა ვინმე შეგეხოს, მოგეკაროს, ახლოს მოვიდეს. როცა ვერც კი წარმოგიდგენია როგორ უნდა აკოცო სხვას, და ძალიან გაბრაზებულზეც კი არ გაქვს სურვილი შური იძიო.
როცა შენ თავს ვერ ერევი რომ მასზე არ იფიქრო და ათჯერ შეიცვლი დღეში აზრს, ხან გადაწყვიტავ, რომ ბოლო უნდა მოეღოს ამ ყველაფერს, ხან იმედი გიჩნდება, ხან კი ყველაფერს იკიდებ ყველაფერზე თვალს ხუჭავ ოღონდაც კიდევ ერთხელ იგრძნო ის შენში და შენთან.
როცა სხვა ბიჭებს აღარ უყურებ, აღარც გაინტერესებს როგორები არიან, აღარ გაინტერესებს ვინმე სხვას მოეწონე თუ არა..
როცა ფეხბურთსაც კი სიამოვნებით უყურებდი მასთან ერთად...
როცა არ იღლები მისი ფერებით, გინდა სულ გეხებოდეს, სულ კოცნიდე , სულ შენთან იყოს.
როცა არ გინდა მისი მოფერების კვალი წაშალო შენი სხეულიდან, არ გინდა ჩამოიბანო მისი სუნი.
როცა შიშვლები წევხართ ლოგინში, თავი მის მკერდზე გიდევს და ბედნიერი ხარ.. უბრალოდ იმით რომ ის გვერდითაა, იმ წამს იმ მონეტში.
როცა გინდა დრო უკან დააბრუნო, და ყველაფერი თავიდან გამოიარო.
როცა ყოველი სურვილის ჩაფიქრებისას იმას იფიქრებ, რომ მოვიდეს და დარჩეს.
როცა სული გეხუთება მასზე ფიქრში.
როცა გინდა რომ იღვიძებ მის სახეს ხედავდე.
როცა ნანობ ყველა შენ წარსულში მიღებულ სიამოვნებებზე... და გინდა რომ ის იყოს პირველი, ერთადერთი, უკანასკნელი. იყოს შენი აწმყო და მომავალი.