არა.

სპეციალურად შენთვის დეტალურად ავხსნი ამ საკითხს.

1) ქართულ ენაში "კაცი" ნიშნავს ადამიანს.

მაგალითად ებრაულში "ადამი"-ც ადამიანს ნიშნავს. და "იშ" მგონი მამრობით სქესის ადამიანს ნიშნავს.
ბერძნულში "ანთროპოს" ნიშნავს ადამიანს, "ანერ" ნიშნავს მამრობითი სქესის ადამიანს, "გუნე" მდედრობითს.
ქართულში, თუნდაც ძველი(IX და XI საუკუნის) ქართულით ბიბლიურ თარგმანებში, ყველგან სადაც ბერძნულში "ანთროპოს" წერია, "კაცი" წერია.
ხოლო სადაც "ანერ", იქ "მამაკაცი" და სადაც "გუნე", იქ "დედაკაცი."
უძველეს ქართულ ნაწარმოებში, "შუშანიკის წამება"-ში რომ წერია: "ოდეს ყოფილა არს აქამომდე - დედათა და მამათა ერთად ეჭამოთ პური" --- სიტყვა "კაცი"-ს გარეშეა, მაგრამ არ გულისხმობს მარტო მათ ვინც მშობელია. "მამა" და "დედა" აქ სქესის აღმნიშვნელია.
ამიტომაა რომ ამბობენ თუნდაც: "მიტინგზე 100 000 კაცი იყო."-ო, განა იმიტომ, რომ მხოლოდ კაცები იყვნენ, ან იმიტომ, რომ ქალები არ ითვლებიან, რა სისულელეა.

უბრალოდ ძველებური გაგება შემორჩა და ჩემთან კლასში(სკოლაში) ზოგს ეგონა(მაგ გამოთქმების გამო), რომ მართლა მარტო კაცი აღიქმეოდა ადამიანად.
2) ილია ამბობს, რომ თუ ქალები საკუთარ თავს ქალებს დაუძახებენ, ადამიანობას დაკარგავენო.
რადგან დედაკაცი და მამაკაცი, ანუ --- "დედა+ადამიანი" და "მამა+ადამიანი" ანუ მდედრობითი ადამიანი და მამრობითი ადამიანი.
შენ თუ იტყვი - კაცი(ადამიანი) და ქალი, გამოვა რომ ქალი ადამიანი არაა.

როცა ილია ქმნიდა ნაწარმოებს "კაცია ადამიანი?!" - აქ არ გულისხმობს მხოლოდ მამრობით სქესზე. ანუ "კაცი" როგორც ბიოლოგიური ადამიანი და "ადამიანი" როგორც სულიერი და ზნეობრივი.
პ.ს. მე ვერც ერთს ვერ ვიტან, მირჩევნია "კაცი და ქალი" იყოს და არა "ქალი და მამაკაცი".

თუმცა, ილია ნამდვილად არ ამბობდა ანტიფემისტურს ან უჭკუოს რამეს.
This post has been edited by OtherguyL on 14 Oct 2011, 06:22
Virtuous Historian...
Vanilla WoW for ever. Dota 2 isn't bad either.