აუ,ახლა რა გამახსენდა... დაქალი შეყვარრებულს ხვდებოდა და მეც წამიყვანა ( რა ჯანდაბად ვუნდოდი არვი). ჰოდა,პარკში უნდა გავსულიყავით და ქაშვეთის გვერდით რომ ჩავდიოდით დაღმართზე (ბიჭი ქვემოთ იდგა და ელოდებოდა,უყურებდა) ,ეკლესიის გვერდით ჭიშკართან ეს ჩემი დაქალი ახტა-დახტა,რაღაც უცნაური მოძრაობები გააკეთა და ჭიშკარში მდგარი მამაოს ფეხებს შუა აღმოჩნდა ქვემოდან

მღვდელმა კი იმის ნაცვლად,რომ წამოეყენებინა,დახედა ზემოდან და ღემთმა დაგლოცოს შვილოო ეძახდა... აი,ნამდვილად არ ვიცი მისი შეყვარებული რას შვებოდა და რა რეაქცია ქონდა,მაგრამ მე გადავბჟირდი და იმ საღამოს მისი შეყვარებულის ძმაკაცზე მე დავტოვე ალბათ დებილის შთაბეჭდილება... შიგადაშიგ მახსენდებოდა და...
This post has been edited by ნუკი on 17 Aug 2011, 17:43