არის თუ არა ჰომოსექსუალობა ბუნებრივი? და რა მნიშვნელობა აქვს ამას?უკანასკნელ დღეებში სოციალურ ქსელი მრავალი დისკუსია გაიმართა. ვიმედოვნებ, ეს ინფორმაცია ამ დებატებს ღირებულ ინფორმაციას შემატებს.
ყველაზე ხშირად გაისმის ფრაზა “ჰომოსექსუალობა არაბუნებრივია” > ამიტომ გაუმართლებელი, გულისხმობენ კრიტიკოსები.
შევეცდები პოპულარული ენით განვმარტო შემდეგი საკითხები.
1. ხშირად იყენებენ ტერმინს “ჰომოსექსუალიზმი”, რაც არასწორია. ჰომოსექსუალობა არის სწორი. “ჰეტეროსექსუალიზმს” ხომ არ ვიყენებთ?
2. ბიოლოგიის ფუნდამენტალური პარადოქსი იმაშია, რომ მისი კარგად ცოდნა არაბიოლოგიური აზროვნების თავისუფლებას გვანიჭებს. ადამიანურად ყოფნის ბედნიერება ბიოლოგიზმების მიღმა გასვლის შესაძლებლობასაც მოიაზრებს.
3. არის თუ არა ჰომოსექსუალობა ბუნებრივი? დიახ. ცხოველების უამრავ სახეობაში დადასტურებულია ხანგრძლივი, მონოგამიური ჰომოსექსუალური წყვილების არსებობა. აქვს ამას ჩვენთვის მნიშვნელობა? საზოგადოება ამბობს, რომ კი. მაგრამ ადამიანი ადამიანად ბუნებრივობამ ხომ არ აქცია მხოლოდ? არა მგონია ყველა ადამიანური ფენომენის აღმოჩენისას თავს ცხოველებს ვადარებდეთ (მაგალითად, როდესაც შეყვარებული ხელს გთხოვთ, ნაკლებად სავარაუდოა ასეთი აზრი მოგივიდეთ თავში: “მაიმუნები ხომ არ ქორწინდებიან, ამიტომ ადამიანებმაც უარი უნდა თქვან ქორწინებაზე. ეს ხომ არაბუნებრივია?”).
ადამიანთა ჰომოსექსუალობა ბიოლოგიურად იმდენად ბუნებრივია რამდენადაც ადამიანთა ჰეტეროსექსუალობა
4. მორალურად მცდარი უამრავი რამ არსებობს, რაც ევოლუციურად ბუნებრივია (მაგალითად, კანიბალიზმი. დასუსტებულ მგელს სხვა მგლები მიირთმევენ). ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანთა მოდგმამ ბუნების ამ კანონით უნდა იცხოვროს. ბიოლოგიურ ფაქტებს მორალურ არჩევანზე უპირატესობას ვერ დავუთმობთ რადგან ჩვენ ადამიანები ვართ_ უფრო მეტი ვიდრე ორ ფეხზე ვერტიკალურად დამდგარი ცხოველები.
6. ჰომოსექსუალური ქცევა (გაუპატიურება ციხეში, დამარცხებული მამრის გაუპატიურება გამარჯვებული მამრის მიერ ცხოველთა სამყაროში) ფ უ ნ დ ა მ ე ნ ტ ა ლ უ რ ა დ განსხვავება ჰომოსექსუალური იდენტობისაგან (“მე გეი ვარ” “მე ბისექსუალი ვარ” თუმცა ცხოვრებაში შეიძლება არასოდეს მქონდეს სექსი ჩემივე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენელთან) და განსხვავდება ჰომოსექსუალური ურთიერთობებისგან (გეი პინგვინები ტორონტოს მუზეუმში, გეი თოლიები ერთად ათბობენ კვერცხებს, ლესბოსელი წყვილები ერთად ცხოვრობენ და ზრდიან შვილებს)

ჰომოსექსუალური ქცევა ცხოველთა სამყაროში იშვიათ მოვლენას არ წარმოადგენს
შევთანხმდეთ: ა) სექსუალური კავშირი ერთია 2) სექსუალური იდენტობა მეორე 3) სქესთა შორის ურთიერთობა მესამე
7. პოპულარულია თეორია ყველას ბისექსუალობის შესახებ, რაც მითია. ადამიანი ურთულესი (ბიოლოგიური, სოციალური, კულტურული) არსებაა. ასეთი გამარტივება შეუძლებელია.
დასკვნა:
ბიოლოგიზმების არსებობა ჰომოსექსუალობის ფენომენის ფსიქოანალიტიკური ახსნის კრახმა, სექსუალური ორიენტაციისა და არჩევანის მეცნიერულმა შეუძლებლობამ და ჰომოსექსუალობის კროს-კულტურულმა შემთხვევითობამ განაპირობა (ყველგან გვხვდება).
დასკვნის დასკვნა: ადამიანები ეძებენ მარტივ გამოსავალს და როდესაც პასუხს ვერ პოულობენ (არც უნდა იპოვონ. ჰომოსექსუალობას ასახსნელი არაფერი სჭირს, ზუსტად ისევე როგორც ჰეტეროსექსუალობას), ისევ ბუნებას მიადგებიან ხოლმე. ეადვილებათ. ადვილი ხელწამოსაკრავი გონიათ ბუნება, რადგან ძალიან ცოტა გაეგებათ მასზე.
“ბუნება” და “ბუნებრივი” საშინაო ფლოსტი არაა, შიშველ ფეხზე წამოიცვა და საითაც გაწყობს, იქეთ გატაროს ისე რომ ფეხი არ დაგისველდეს.
(
სტატია)