კარგი მარშრუტია..
ყინწვისამდე სამარშრუტო ტაქსით და იქიდანაც მემგონი 30 წთ მდინარე ძამამდე. არამგონია ქოზიფას მონასტრის ნახვაც მოასწროთ, თან მგონი არც შედის მარშრუტში. მდინარედან საშინელი აღმართი ადის მონასტრამდე

მანდ სთხოვეთ ბერებს და ტრიტონებს გაჩვენებენ, საყვარლები არიან

მონასტრიდან უკვე ახლოსაა ბატეთი,მაგრამ სასმელი წყალი არაა მაღლა, მარტო პატარა მდინარე მოდის, რომლის წყალიც არ არის სასმელად ვარგისი. ასე რომ, მონასტრის ეზოდან სასმელი წყლის მარაგი აიტანეთ. ბატეთი ულამაზესია, თუმცა ტრიტონებითაა სავსე

არამგონია, რომ იქ ღირდეს "პიკნიკი" ისეთი ადგილია, სჯობს ჩამოხვიდეთ და მდინარესთან მდელოზე წაიპიკნიკოთ.
მარშრუტი ადვილია, თუ კარგი ამინდიც დაგემთხვათ ხო საერთოდ. აბა, წარმატებები.