მაგდაგვარი ისტორია გადახდა ჩემს ბიძაშვილს კიევში.(ეს ბიჭი ცოლიანია.მაშინ ცოლი ორსულად ჰყავდა) 2007 თუ 2008 წელი იყო. ეს ბიჭი მივლინებით იყო კიევში წასული. ქართველები ერთ სასტუმროში ცხოვრობდნენ. რომლის რესტორანშიც საღამოს ბევრი უკრაინელი გოგო იყრიდა თავს. ჩემი ნათესავი ხელოვანია და აფრთოვანებული მიყვებოდა, რომ თითქმის ყველა ლამაზია, აღნაგობა აქვთ იდეალური, მაგრამ ყველა სვამსო... საღამოს 6-ს მერე ყველა ნასვამია ქალი თუ კაციო.. და გოგოები თუ მოეწონე თვითონ მოდიან შენთან, დაგელაპარაკებიან ან ცეკვას გთხოვენ და ა.შ. მოკლედ გაიწვია ერთმა 20-22 წლის გოგომ საცეკვაოდ, მერე მოეხვია და სთხოვა, რომ შენთან ნომერში ავიდეთო. ამან უარი უთხრა,-ცოლი მყავსო. ამ გოგომ -მერე რა, ცოლი ხომ ვერ გაიგებსო... ამ ბიჭმა- იმაში კი არ არის საქმე, ცოლი გაიგებს თუ ვერა, არამედ იმაში, რომ მე არ მინდა ცოლს ვუღალატოო.. მოკლედ შეყვნენ საუბარში და ბოლოს ამ გოგომ ტირილი დაიწყო თურმე, ასეთი მახინჯი ვარ, რომ არ გინდივარო?! ანუ იმან ვერ გაიგო, როგორ შეიძლებოდა ვინმეს მასზე უარი ეთქვა.
ეს ისტორია იმით დასრულდა, რომ ამ ბიჭმა ერთი დიდი ბოთლი არაყი აიტანა ნომერში, რომ გათიშულიყო და დასძინებოდა. ის გოგო ალბათ სხვა ქართველმა დაამშვიდა... კიდევ კარგი, ერთი თვე ვიყავი, თორემ მეტხანს რომ დავრჩენილიყავი ალბათ ვერ გავუძლებდი ცდუნებასო, სიცილით მიყვებოდა მერე, და ეს ისტორია იმას მოაყოლა, რომ ერთხელ ჩემი თანდასწრებით აუხირდა ცოლი რაღაცაზე, ეჭვიანობდა , ტიროდა , რაღაცაში ბრალს სდებდა და მარტო რომ დავრჩით მაშინ გაიხსენა... ტრაბახით ამას ნამდვილად არ უტრაბახია, უბრალოდ ფაქტის კონსტატირება მოახდინა. ასე რომ ქართველ კაცსაც აქვს მაგდაგვარი უარი ნათქვამი

))