Just_smileკი, უდავოდ ლამაზი ლექსებია და რაღაც ფრაზები_ულამაზესიც
ვალენტინობის დღეს ვარდების გამყიდველს ვარდი ვთხოვე - მაჩუქე-მეთქი და უარი მითხრა, მერე ეს ლექსი დავუწერე და 5 ვარდი მაჩუქა...
ვარდი მომეცით, ნამის ქარვებით,
დაე, შემერგოს თუნდაც არამად...
ისე მაჩუქეთ, ნუ დამზარდებით,
პოეტი ვარ და ფული არა მაქ!
ლექსზე გაგიცვლით, არ შემრჩა გროში,
ვარდი ხომ ტრფობის გზა და ხიდია!
ნუ დამაჯერებთ, ჩემს სამშობლოში
რომ სიყვარულიც გასაყიდია!
ამ რომანტიკულობამ თავის დროზე ძაან აღმაფრთოვანა
* * *
რატომ გგონიათ ქალბატონო, თითქოს წუხელის
თქვენით შეშლილი მივეძალე ასე კონიაკს,
არა, ეს მხოლოდ ახირება იყო წუხილის,
თქვენ კი გგონიათ,
ქალბატონო, თქვენ კი გგონიათ,
რომ მარტოოდენ თრობისათვის უაზროდ ვსვამდე,
ან სასიკვდილოდ შევიტოვე მეშვიდე ტყვია;
მე შემიძლია გიერთგულოთ იმ სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.
მიეძინება ამ ვნებასაც დროის მირაჟში,
მიეძინება როგორც მზისგან ნაგმობ ფოლიანტს,
თქვენ მომღიმარი დაბრუნდებით მყუდრო ბინაში,
მე კი სად წავალ, ქალბატონო, როგორ გგონიათ?!
ეს არც ფიცია, არც ღაღადი, არც აღსარება
თუ თქვენი კდემა გავიხადე სიგიჟის ძეგლად...
და ყველა მზერა, თუ უსიტყვო ამკვნესარება
იკმარეთ ჩემი თავხედობის მოსატევებლად...
და ნუ გგონიათ, მარტოოდენ თრობისთვის ვსვამდე,
ან საფეთქლისთვის ჩავარჩინე ლულაში ტყვია;
არა! უბრალოდ ერთგულება მწამს სადგურამდე,
რომელსაც ბოლო, ან უბრალოდ, სიკვდილი ჰქვია.
მაგავე ავტორის
* * *
რატომღაც მარტო დავრჩი ოთახში,
რატომღაც გარეთ უკვეა გვიან...
შენ შემახსენე, რომ პოეტი ვარ,
თორემ რატომღაც ლევანი მქვია.
თორემ, რატომღაც გაგრძელდა ღამე,
რატომღაც მწარედ, მწარედ ვღონდები,
რატომღაც მინდა არ ამზისფერდეს
ღამე, რომლითაც შენ მაგონდები...
და მაინც, მარტო შევრჩი ოთახებს,
გარეთ კი ისევ - უკვეა გვიან...
მოდი, მითხარი რომ ვარ პოეტი,
თორემ რატომღაც ლევანი მქვია.
როგორ მიყვარს ასეთი თბილი ლექსები
* * *
ჯერ ჩემმა სულმა გაიწია,
მას გაჰყვა ხორციც.
სიმართლე გითხრათ სულ არ სურდა
ხორცს ეს ყოველი.
უკვე ვიპოვე სიყვარულით აღსავსე სახლი.
რომელშიც ყველას ეფინება მადლი მთოველი.
ახალ სამყაროს დავეძებდი, სიყვარულიანს,
ამ ძებნაში კი, მრავალ დღეს და წელს ჩაუვლია.
ლაბირინთიდან გამოვედი ვარდისფერ გზაზე
და სიყვარული მინიშნებდა: ,,იარე ასე".
აქ ყველაფერი ლამაზია, სხვა სამყაროა,
გუმბათოვანი დარბაზია და შიგ წყაროა,
კი, შიგ წყაროა და წყალი დის მაცოცხლებელი,
აქაა ჩვენი მოკვდავ სულთა გამცოცხლებელი,
სწორედ აქ იგრძნობ რომ არსებობ და რომ გხედავენ,
ამ გუმბათის ქვეშ მეუფესთან თხოვნას ბედავენ.
აი აქაა ცისარტყელა, ზღვა საწყაული,
ნუთუ გინახავთ ქვეყნად დიდი სხვა სასწაული?
მოსჩქეფს დარბაზში სიყვარულის წყარო ანკარა,
ვაზი მზადაა, რომ დაიმყნას ყლორტი პატარა,
მწყემსი დაეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ კრავებს,
მამა უძღებ შვილს, სიხარულით გაუღებს კარებს.
სახლი ვიპოვე, სიყვარულის მფრქვეველი სახლი,
ქრისტე ვიპოვე, ჩემი მხსნელი, აღვსილი მადლით,
სიტყვა ესმა ყურს, სასწაულის მომქმედი ძალის,
დაე, უფალმა გაამრავლოს ასეთი სახლი.
* * *
აკუთარ სინდისს ვერ ვღალატობ,
შენ გიღალატე...
მიღიმი,
ქცევას ჩემი სუსტი სქესით ამართლებ,
მერე ... ამარტებ ამ ოქტომბერს
ფოთოლცვენაში...
ვგიჟდები,
როს ვგრძნობ
მღვრიე სისხლის ხმაურს ვენაში...
მერე, რევანში!
ვშიშვლდები, რადგან ადამიანს დავეძებ ჩემში,
უფრო ცხოველის დავინახე მნუსხავი ეშხი
და ორი ეშვი, მოვიხიბლე მგონი ცხოველით...
ნეტავ ვინა ვარ ჩემი ქცევით, არსით, ცხოვრებით?
ნეტავ რა მინდა, რას დავეძებ ან ვის მოველი,
ამდენ სახეში ვეღარ ვარჩევ, ვინ ვარ? რომელი?
გაორებული კი არა და გაასებული
გავხდი უსახო, უსხეულო, არარსებული...
ვის ვუნაწილებ საგზლად ნეტავ დატანჯულ ამ სულს,
თავად არ ვიცი დღეს რა მინდა, ხვალისთვის რა მსურს...
შენთვის მინდოდა გაორება თუ გაასება
(სულ ტყუილია გარჯა, რადგან არ დაფასდება)
უკვე დავიწყე წარსულ დღეთა გადაფასება,
შენს წმინდა სულთან გადავწყვიტე გაბაასება...
მოხვალ,
სხეულთან ერთად
როცა, სულსაც ამართმევ...
ღიმილნარევი სახით
ყველა ცოდვას ამართლებ!
აუჰ ულამაზესი!
* * *
არც თუ ისე დიდი ხნის წინ
დეპრესიამ დამიმონა,
დარდმა გული გამომჭამა,
ფეხს ფშიკავდა ეს გოგონა.
მერე მოხდა სასწაული-
დეპრესია გადავლახე
(ვწუხვარ, ვერ დაგისახელებთ
ჩემი განმკურნებლის სახელს),
ერთი უბედურებიდან
მეორეში გადავვარდი-
ქვეყანაც რომ იქცეოდეს
ჩემთვის ვამბობ- აი დარდი!
მაგრამ უგულობისათვის
გთხოვთ, ნურავინ ნუ გამკიცხავთ,
მე ვარ დაავადებული!
მჭირს სიცილის ისტერიკა!