samaiaდაბრუნებას გილოცავ
ჰეისანმე ზუსტად ვიცი, რომ ამ ქალაქში არსებობს ვიღაც, რომელიც ჩემნაირია.
ფიქრობს იმ დროს, როდესაც მეც ვფიქრობ. თანაც იმაზე, რაზეც მე.
ორივეს გვაწუხებს ერთი და იგივე პრობლემა.
ორივეს გვაქვს ერთი ოცნება, ერთი მიზანი,
ორივენი ვართ ზარმაცები.
ორივე ვკითხულობთ ერთდროულად, შეიძლება განსხვავებულ წიგნს, მაგრამ ერთროულად.
ორივე ვიღვიძებთ ერთ დროს და საწოლიდან ადგომისას პირველად ფანჯარაში ვიხედებით.
ორივე ერთდროულად გამოვდივართ სახლიდან და მივდივართ განსხვავებული მიმართულებით, მაგრამ ერთად გამოვდივართ...
ორივეს გვამშვიდებს მუსიკა, თანაც ერთნაირი მუსიკა.
ორივეს გვიყვარს ფილმების ყურება, ორივეს "ამელი" გვიყვარს ყველაზე მეტად.
ორივეს გვიყვარს ლიტერატურა.
ორივეს გვიყვარს იასამანი და გვინდა ყველგან იყოს.
ორივეს გვეზარება მეცადინეობა, მაგრამ გვიყვარს ცოდნის მიღება.
ორივეს გვიჭირს სითბოს გამოხატვა, მაგრამ გვიყვარს ყველა ჩვენებურად.
ორივე ვუშვებთ ერთნაირ შეცდომებს და მერე ერთნაირადვე ვნანობთ და არ ვაღიარებთ.
ორივეს გვაღიზიანებს უზრდელი ადამიანები.
ორივეს გვიყვარს წყლის დალევა მაშინ, როდესაც არ გვწყურია.
ორივეს გვიყვარს შოკოლადის ჭამა ქუჩაში.
ორივეს გვიყვარს თმაზე მოფერება.
ორივეს გვიყვარს ძველ ნივთებში ქექვა და საერთოდ ძველი ნივთები.
ჩვენ არ გვიყვარს წიგნის მტვრიანი თაროები, მაგრამ გვიყვარს მტვრიანი წიგნის სუნი.
ორივეს გვიყვარდა ბავშვობაში სათამაშოების დალეწვა.
ორივეს გვიყვარს, როდესაც რამეს გვჩუქნიან, შეიძლება სულ უმნიშვნელოს, მაგრამ მაინც გვიხარია.
ზოგჯერ ორივე თვალს ვარიდებთ ნაცნობებს და რატომ ვიქცევით ასე არცერთმა ვიცით.
ორივეს გვიყვარს ჩვენთვის საინტერესო თემებზე ლაპარაკი.
ორივეს გვეზიზღება, როდესაც ფეხით გადადიან იქ, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელია.
ორივეს გვიყვარს ფეხით სიარული.
ორივეს გვინდება ხოლმე მარტო ყოფნა მაშინ, როდესაც ირგვლივ ბევრი ხალხია.
ორივეს გვინდა სამყაროს შეცვლა და არცერთმა ვიცით რითი დავიწყოთ,
ჩვენ არ გვიყვარს, როდესაც რამეს გვაძალებენ.
ჩვენ გვიყვარს ადამიანები, რომლებსაც ჩვენი უსიტყვოდ ესმის. მერე რა რომ ასეთები ცოტანი არიან?!
ორივეს ყველაზე მეტად გვიყვარს ბავშვობის მეგობრები.
ზოგჯერ ორივეს გვინდება ხოლმე სრულიად უცნობ ადამიანს გადავუშალოთ გული, მაგრამ ამას მაინც არ ვაკეთებთ.
მე ვიცი, რომ მანაც იცის ჩემი არსებობის შესახებ.
და ჩვენ ერთდროულად ვფიქრობთ ერთმანეთზე, თუმცა არ ვიცით ერთმანეთის ვინაობა.
და ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს …………………
* * *
მე შენგან მინდა რომ მყავდეს გოგო,
დიდი თვალებით და კულულებით
მისი ხელი რომ მიჭერდეს თითზე,
კოცნით უამო მუხლზე „ფუები”