რამხელა წერილი დავწერე ბლოგზე და წავშალე
ჩამეხუტე! მაგრძნობინე ნეტარების ერთი წუთი
რომ ამ ქყვეყნად ჩემზე ძლიერ არვინ გიყვარს!
ჩამეხუტე! და მომხვიე ეგ ხელები
წუთით ისევ რომ შევიგრძნო შენი სუნთქვა!
ჩამეხუტე! ავაყოლო ჩემი სუნთქვა
მაგ შენ სწრაფად აძგერებულ პატარა გულს!
ჩამეხუტე! ისევ მინდა რომ შევიგრძნო
ქვეყნად ყველა სიძლიერე შენით რომ მსურს!
ჩამეხუტე! დამავიწყე ტკივილები
გამიქარწყლე ყველა დარდი და ცრემლები!
ჩამეხუტე! და გავიდეთ უცხო ნაპირს
დავივიწყოთ ყველაფერი ბილწიერი!
ჩამეხუტე! შემიკარი წუთით სუნთქვა
მაგრძნობინე წუთიერი სიძლიერე,
მერე თუნდაც,მერე თუნდაც მიმატოვო,
გეფიცები,გეფიცები,არ ვიტირებ!!!

----------------------------------------------------------------------
მენატრები მოდი მაგრად ჩამეხუტე,
ანდაც თმებში ჩამებნიე იასამნად,
ან იქნება აჯობებდეს, არ მოხვიდე
და სიგიჟით დავემსგავსოთ მიუსაფარს.
ამოვკაწროთ სურვილების მინანქარი,
ცხელ სუნთქვაში გადავიდნოთ ვენებისგან,
სისხლის გემო გადავცვალოთ ბაგეებით,
რომ გაჩერდეს ყველა წამი სიტყვებისგან.
სხეულებზეც სუნთქვა მჭიდროდ შემოვიკრათ,
რომ რიტმული გულისფეთქვა კვლავ დაგვერღვეს.
ერთმანეთით წავიკითხოთ ეს სამყარო და
თვალებზე, გადავცვალოთ ყველა სარკე.
ყველა ფერი თაფლისფერში ამოვავლოთ,
ვნებას მივცეთ მისამრთი- ყელის ძარღვი,
იქ დარჩება ტუჩები და ცხელი სუნთქვა
და ცხოვრებაც აქ იწყება უკვე ნაღდი.
მენატრები,მოდი მაგრად ჩამეხუტე,
ანდაც თმებში ჩამებნიე იასამნად.
მეშინია სიყვარულის და ეს შიშიც,
არ დამტოვებს შენს თვალებში მიუსაფარს.
This post has been edited by Just_smile on 19 Nov 2011, 11:12