სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა ამ თემის აქტუალობა.. არ მეგონა ასეთი მძაფრი განხილვის საგანი თუ შეიძლებოდა გამხდარიყო, ამიტომაც გადავწყვიტე და თავს უფლება მივეცი ორიოდ სიტყვა მეც დამეწერა---
ბევრი ფიქრობს, რომ დედობრივი სიყვარული - თავისთავადი, ბუნებრივი და ინსტიქტური ადამიანური გრძნობაა... თუმცა სინამდვილე სხვაგვარია... მე-19 საუკუნის ბოლომდე, დასავლეთის ბურჟუაზიული ფენის მანდილოსნები, თავიანთ პირმშოებს ძიძებს აძლევდნენ და მათი აღზრდით დაკავებულები არ იყვნენ.
არც უფრო დაბალი სოციალური წარმოშობის საზოგადოება (მაგალითად გლეხები) იყვნენ უფრო ყურადღებიანი, ბავშვებს მჭიდრო არტახებში კრავდნენ ( ე.წ. პილიონკებში) და კერიასთან ყავდათ ჩამოკიდებული... რომ არ გაციებულიყვნენ. ბავშვთა სიკვდილიანობის დონე ძალიან მაღალი იყო, მშობლები ფატალისტები ხდებოდნენ... იცოდნენ რა რომ, ასი პროცენტიდან მხოლოდ ორმოცდაათი ბავშვი აღწევდა მოზარდობის ასაკს.
მხოლოდ მე20-ე საუკუნის დასაწყისში გააცნობიერა მაგალითად საფრანგეთის ხელისუფლებამ- ეკონომიკური, სოციალური და სამხედრო მომგებიანობა ’’ დედობრივი ინსტიქტისა’’. კერძოდ.. მოსახლეობის აღწერისას გაირკვა, რამდენი ბავშვი ვერ იღებდა საკმარის საკვებს, განიცდიდა ცუდ დამოკიდებულებასა და ცემას, ამ ყველაფერს ცუდი შედეგი მოჰქონდა ქვეყნისთვის და მისი მომავლისათვის. ჰიგიენის პოპულარიზაციამ, მედიცინის პროგრესმა ბავშვთა დაავადებების დარგში -საშუალება გააჩინა დაერწმუნებინათ მშობლები, რომ ამიერიდან მათ შეეძლოთ მთელი თავიანთი სინაზე და მზრუნველობა ჩაედოთ ბავშვის აღზრდაში ისე, რომ მისი ნაადრევი დაკარგვის შიში არ ქონოდათ. ასე და ამგვარად..... დღის წესრიგში დადგა ’’დედობრივი ინსტიქტი”
ნელ-ნელა წარმოიქმნა ახალი ბაზრები:ШТАНИШКИ-ПОДГУЗНИКИ, ბოთლები მაწოვარათი, დედის რძის შემცვლელები, ქოთნები, სათამაშოები.....თოვლის ბაბუას ზღაპარი ხომ მთელს მსოფლიოში გავრცელდა.
საბავშვო ინდუსტრიამ, სხვადასხვა რეკლამის საშუალებით, შექმნა პასუხისმგებლობით აღსავსე დედის სახე, და ბავშვის ბედნიერება გახდა --- რაღაც თანამრდროვე იდეალის მსგავსი ფენომენი.
ისე პარადოქსია, მაგრამ ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც დედობრივი სიყვარული ასე აფიშირებულია, განმტკიცებულია და გაფურჩქნული

გადაქცეულია ერთადერთ გრძნობათ, რომლის ’’უფლებამოსილებაზეც’’ საზოგადოება არც კი კამათობს,
წამოზრდილი ბავშვები მუდმივად საყვედურობენ დედებს, რომ ისინი არასათანადო ყურადღებას აქცევდნენ მათ და არ უვლიდნენ სათანადოდ......
P.