basa_basa აქაც იგივეს დავწერ. და როგორც ყოველთვის ვრცლად

(ვისაც დიდი პოსტების კითხვა არ უყვარს "სორი", თავს ნუ შეწუხებთ გენაცვალეთ)
ჩემი აზრით,
ჯერ იყო და როცა საერთოდ ასე დაისვა საკითხი საჯაროდ - დასაშვებია თუ არა სექსი ქალთან რომელსაც მეგობარს უწოდებო - ამას ბევრის მხრიდან მოჰყვა აღშფოთებები. გასაგებია, რომ ასეთი რეაქცია მეტწილად ჩვენი ტრადიციული (უფრო ფსევდოტრადიციული), სტერეოტიპებით გაჯერებული, ინერციული აზროვნებით იყო გამოწვეული. ხოლო ხალხი ვინც ამაზე დაიწყო საუბარი და რღაც გაგებით უფრო პროგერსულები იყვნენ ვინაიდან საკუტარი გამოცდილების და სურვილების ფარგლებში აზროვნებდნენ/აზროვნებენ და რაც მთვარია "კონსერვატორებთან" შედარებით უფრო რეალურ არგუმენტებს იყნებენ (ერთი შეხედვით). ანუ, ამ 2 საპირისპირო აზრის ასე ცხადა დაჯახებამ ბიძგი მისცა ამ საკითხის უფრო სიღმისეულ გააზრებას, თუ გნებავთ გამოკვლევას "პირადი ცხოვერბის ლაბორატორიაში"

ჰოდა ვინც გულწრფელად, სერიოზულად, ხანგრძლივად "იკვლია" ეს საკთხები ისევ იმ დასკვნებამდე მივიდა რაც ტრადიციულ, "სტერეოტიპულ" აზროვნებას ჰქონდა ამ საკითხებთან მიმართებაში - მეგობრებს არ ჟიმავენ

უფრო არგუმენტირებულ, რომ იყო ჩემი მოსაზრება, ისევ დავუბრუნდები "ტერმინოლოგიური აღრევების" საკითხს.
ჩვენთან, საქართველოში მეგობარს ხშირად ყველას ეძახიან ვინც რომ მტერი არაა. საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღ რომ არსებობს რარაც შუალედური ცნებები მაგალიად რუსული "პრიატელ" (სიტყვა პრიატოე-დან ნაწარმოები) რაც ზუსტად ასახავს იმას რასაც ჩვენში უმრავლესობა მეგობრობას ეძახის -
კარგად ვგრძობთ ერთად თავს, ერთად ვერთობით, მსგავსი გემოვნება და ინტერესები და .ა. შ. ეს არ არის მეგობრობისათვის საკმარისი პირობა.
მეგობრები ცხოვრებისეული პრინციპებისა და ღირებულებების, იდელების ირგვლივ გაერთიანებული ადამიენები არიან, რომელბიც ცხოვრებაში ისე ექცევიან სხვა ადამიანებს და ისე პასუხობენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, როგორც ჩვენ (მსგავსსიტუაციაში). ამით გვგვანა ისინი ჩვენ, ამით არიან ისნი ჩვენი სულის ნაწილი. თოერ , გაჭირვებაში ბიძავილ-მამიდაშვილები და მეზობლებიც შეიძლება დაგეხმარონ მაგრამ ამის გამო ისინი მეგობრები ვერ იქნებიან.
მეგობრობა, ყოველთვის არის პიროვნებათშორის ურთიერთობა, ეს საზღვარი - პიროვნული საზღვარი- ამ ურთიერთობაში არასოდეს არ იშლება მაგრამ გაერთიანებულია იმით რაც გაცილებით მეტი და ამაღლებულია ვიდრე მათი პირივნებები (ღიერბულებები, პრინციპები, ვთქვთ რწმენა , სამშობლოს სიყვარული, ლიბერალური ღირებულებების დაცვა და ა.შ.). ანუ ეს არის გაერთიანება ზემოდან ა.ვ.

ს ე ქ ს ი არის ის და იმისთვის რომ მოშალოს ის საზღვარი რაც აუცილებლად უნდა არსებობდეს ნამდვილ მეგობერბს შორის.
სექსი, თავის იდეაში, არის საპირისპირო სქესის ადამინთან სრული შეერთების გზა. მერე რა, რომ დღეს სექსისადმი დამოკიდებულება შორსაა მისი ნამდვილი, იდეალური არსისაგან - ამის მიუხედავად მისი ზემოქმედების შედეგი არ იცვლება. და ეს შედეგები არაცნიბერზე ისახება პირველყოვლისა.
ჩემი, როგორც მამაკაცის პოზიციიდან - როცა თუნდაც ერთჯერადი სექსი გაქვს ქალთან, რაღაც ისეთი ზღვარი იშლება მისადმი დამოკიდებულებაში რაც შეუძლბელს ხდის მის აღმქს , როგროც შენგან დამოუკიდბელი, შენი სრული ტოლფასი, სუბიექტისა.
ინტიმურ სივრცეში ვინმეს შემოყვანა უკვე შეძლებელს ხდის მის ობიექტურ აღქმასაც, ყოველთვის რჩება მსზე ეგოისტური ჯმიჯაჭვულობის, გაშინაურებულობისა და ხელმისაწვდომობის არაცნობიერი "დამღა", განწყობა. მერე ამ განწყობას რის ვაივაგლახით და ბევრი ფარისევლობით ვნიღბავთ როგორც წესი, რომ "მეგობორბად დარჩენილების " როლი ვითმაშოთ.
ანუ, სექსიცა და ნამდვილი მეგობრობაც სიღმისეულად გვაალხოებს მეორე დამიანთან, მაგრამ სხვადასხვა შედეგით და მიზნებით, რომელთა შეთავსება შეუძლებელია.