ეგ სისულელეა, ბავშვი ყოველთვის გრძნობს როდესაც დედ-მამას შორის უთანხმოება და უფრო მტკივნეულად განიცდის ამ ამბავს. მოქმედებს მის ფსიქიკაზე ძალიან ცუდად. ამიტომ ბავშვის გამო ოჯახს არ ანგრევდა ყველაზე ცუდი მიზეზია რისი მოგონებაც კი შეიძლება.
ცოლის მხრიდან რომ შეხედო ძალიან ძნელია ქმარი რომ გღალატობს და თუ პატიობ ძალიან უნდა გიყვარდეს. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცოლი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და ე.ი. არც ისე ძალიან არ უყვარს მისი ქმარი.
საყვარლის მხიდან რომ შეხედო ალბათ ძნელია ცოლიანი კაცის საყვარელია იყო. ეგეთ ნაბიჯს რომ დგამ ესეიგი ძალიან გიყვარს ის კაცი, უსიყვარულოდ ამდენ რამეზე თვალს ვერ დახუჭავ. და როცა ძალიან გიყვარს ვინმე ძნელია სხვათან გაყოფა (თუნდაც ცოლთან). რომ იცი რო ეხლა სახლშია ცოლთან, შაბათ კვირას ვერ ნახავ იმიტომ რომ ცოლთან უნდა იყოს, უნდა წავიდეს იმიტომ რომ გვიანია და სახლში უნდა იყოს და ა.შ. ამის ატანა არ მგონია ბევრს შეეძლოს.
ასე რომ ალბათ ეს ქალი (საყვარელი) იტანჯება ყველაზე მეტად.
მაგრამ კაცს როცა ცოლი ყავს იმ კაცს სქესი არ უნდა ქონდეს