წერის მუღამზეც ვარ და დროც მაქვს, მამენტ და.. : )
დავიწყოთ იმით, რომ თვითონ ეს თემა ისეთია, რომ აქ თუ შემოხვალ ადამიანი და ამაზე რაიმეს თქმას დააპირებ,
უკვე მოცემულობა უნდა იყოს ის ფაქტი რომ არასტანდარტულზე მსჯელობ და სტანდარტული საზომებით მიდგომას აქ არ აქვს აზრი.
ან თუ აქვს, ეს იქნება უბრალოდ ზედაპირული და ისეთი ფორმა, რასაც ყველა შეძლებს. დამეთანხმები ალბათ, რომ
100დან მინიმუმ 90 აქ შემოსული დაწერს, რომ ეს ფაქტი მართლაც ხიხია და ფუაა. მაგრამ რეალურად
ეს თემა უკვე გამეფებული საზოგადოებრივი აზრის და არსებული მორალური დოგმების დასადასტურებლად ხომ არაა გახსნილი.
რომ ყველა ეგეთი „ფუფუაა“–ისტი დაიცალოს და ვსო...
არამედ სწორედაც იმ "ანომალიების" და არაზედაპირული მოვლენების განხილვაზეა რეჩი, რაც ასეთ ურთიერთობებს ახლავს.
დააკვირდი თუ გინდა, აქ ვინმემ ასეთი ქალის მხარდასაჭერი პოსტი რომ დაწეროს, მისი პოზიცია აღიქმება დაახლოებით ისე,
როგორც ვთქვათ მათემატიკის განყოფილებაში კოსინუსის თემაში რომ დაწერილიყო ვინმეს მიერ _
ჩემი ახალი გათვლებით კოსინუსი 90 გრადუსზე 0 არ არისო : )))
გასაგებია რომ ის მათემატიკოსი ცდება, რადგან ეს მათემატიკაა; მაგრამ ურთიერთობები ხომ ზუსტი მეცნიერება არ არის,
რომ რაიმეს დაბეჯითებით მტკიცებას ან უარყოფას მოყვე არაა? ასე ვთქვათ, ეს უარმყოფელები უკან დასახევს არ იტოვებენ და
ისეთივი რიხით გააპროტესტებენ ქალის ცოლიან კაცთან ყოფნის ფაქტს, როგორც იმ ერთი მათემატიკოსის აზრს დანარჩენები :დ
და ამ ორ კატეგორიას შორის მე უფრო სასაცილოდ პირველები მეჩვენებიან,
რადგან მათემატიკოსებს აქვთ ამ რწმენის საფუძველი ურთიერთობების გამმათემატიკოსლებს კი არა.
ნუ, ეს ლირიული გადახვევა

რაც შეეხება თვითონ ამ ფაქტის მორალურ მხარეს...
მილიონი არგუმენტის და კონტრარგუმენტის მოყვანა შეგვიძლია,
მაგრამ მორალის პირველობის საკითხი აქ უკვე მაშინ მთავრდება, როცა საქმე გრძნობებს და ვნებას შეიძლება შეეხოს.
რამდენად სამართლიანია ეს და რამდენად კანონზომიერად შექმნა ასე გამჩენმა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ასეა რა და ჰაა.
ყოველთვის მივა საუბარი იქამდე, რომ "იქნება და უყვარს...." მიდი აპრავე ან ამტყუნე მერე. ძნელია უკვე.
ადამიანი თავისუფალი არსებაა და არცერთ ვირტუალურ წიგნში არ წერია ის, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ უნდა შეწიროს ცხოვრება მას,
ვისთან ყოფნაც არ/აღარ უნდა. "აბა ოჯახი?" არგუმენტი არაა. ეგ მხოლოდ შემდეგი წამოჭრილი პრობლემაა,
რაც პირველის დასმის მერ გვარდება ან ვერ გვარდება, სამწუხაროდ...
და რაც შეეხება ასეთი ურთიერთობის პლუსებს.
შენ თქვი რომ ქმრიან ქალთან გაჩერება გიჭირს. ალბათ შენც ჩემსავით მაინც მორალისტ-ჰუმანისტიი ხარ : ))
(მიუხედავად ჩემი ზემორე ერთიშეხედვით არამორალისტური აზრებისა :დ ) და როგორც კაცს გეცოდება ის კაცი, ვისაც ღალატობენ.
ბაზარი არაა, ეს უხერხულობის შეგრძნება და ამავე დროს სადღაც ქვეცნობიერში იმის გააზრებაც, რომ შეიძლება ადრე თუ გვიან
შენც ზუსტად იგივეთი გიპასუხოს ცხოვრებამ _ მართლაც იწვევს ბლომად საფიქრალს და ეს საფიქრალი უკვე გიბლაგვებს იმ ქალისადმი ვნებას.
შედეგად ცივდები და ინდიფერენტული ხდები.
მაგრამ შენ წარმოიდგინე არის შემთხვევები, როცა ამ საფიქრალს, გაბლაგვებას და გაციებას დაძლევს კაცი და
ისეთივე მონდომებით და ვნებით პასუხობს იმ ქალს, როგორიც იქიდან მოდის.
და იცი ეს რა შემთხვევაა? _ როცა ქალი აი ნაღდად ღირს! : )
თუ პირველ/ერთადერთ სიყვარულს და წმინდა გრძნობებს აქვს თავისი საყოველთაოდ აღიარებული პლუსები,
ასეთ ნაგვიანევ და ერთიშეხედვით რთულ, დაგმობილ ურთიერთობასაც აქვს თავისი ის ხიბლი,
რაც არ აქვს სხვა სახის ურთიერთობებს. ასეთ ქალზე მიმაგრებულობის ხარისხი უფრო მაღალია,
მისთვის თავშესაფრის მიცემის და მასზე მზურნველობის შეგრძნება კაცისთვის უფრო გამძაფრებულია.
შეიძლება ცოტას ვაჭარბებდე კიდეც და ბევრს ასე არც განუცდია ეს, მაგრამ არის იმის განცდა,
რომ მისთვის შენ ერთადერთი ან სულაც უკანასკნელი ნავსაყუდელი ხარ და ეს არ გაძლევს მისთვის უარის თქმის უფლებას.
გარდა ამისა, ასეთი ქალი უმეტესად გაცილებით გამოცდილია ზოგადად ყველაფერში. გავლილი აქვს უკვე ის ეტაპები,
რაზეც შენ პატარა გოგოსთან 0დან დაწყებულ ურთიერთობაში უნდა ისრისო ტვინი და ნერვები.
ხშირ შემთხვევაში არაფერს გთხოვს სითბოს და სიყვარულს გარდა და პირიქით აქეთ უფრო მეტს გაძლევს, ვიდრე ითხოვს.
და თუ ეს ყველაფერი შენი ცხოვრების იმ კონკრეტულ ეტაპზე არის ზუსტად ის, რაც შენ გჭირდება,
მაშინ ყველანაირ აზრს კარგავს შენი იქამდე არსებული შეხედულებები სასურველ პარტნიორზე/სიყვარულზე და ის ვირტუალური სპისოკიც,
სადაც ჯერარგამოჩენი პარტნიორის ნიშან-თვისებები გქონდა ამოკონსპექტებული, ეგრევე სანაგვეზე მიდის.
კიდევ ბევრი მახასიათებლის ჩამოთვლა შემიძლია მაგრამ კიდევ ერთი ამდენი უნდა ვწერო მაშინ : )
და ყველაფერ ამას დაუმატე ბოლოში დესერტად ის ტკბილი ტრაგიზმი, გინდ აკრძალალული ხილის ეფექტი დავარქვათ, და ის საამო სევდა,
რაც ზოგადად ასეთ ურთიერთობებს ახლავს (ისევე როგორც საერთოდცხოვრებას)...
მოკლედ, ესეთი ზომიერად იდელაური და რეალისტური ურთიერთობა ყველზე მეტადაა ახლოს ადამიანის ბუნებასთან
და ცხოვრების ხასიათთან, და ამიტომაცაა ალბათ ასეთი თავსებადი ბევრისთვის.
დამიჯერე, ამ ყველაფრის და იმ ქალის ჯეროვნად დამფასებელი კაცი უძლურია ასეთი ძალის წინაშე

თემა უფრო ცოლიან კაცზე და სავარაუდოდ თავისუფალ ქალზე, ვიდრე თავისუფალ ქაცზე და
ქმრიან ქალზე _ რასაც ახლა ჩვენ ვიხილავთ, მაგრამ აზრი მაინც იგივეა და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.
საბოლოოდ მაინც თითქმის ყველას ერთი ჭირდება _ თვითრეალიზება სიყვარულის/ურთიერთობების გზით.
ზოგი როგორ ახერხებს ამას და ზოგი როგორ...
ყველას თავისი გზა აქვს..