უკვე შებმული ვიყავი ასეთ ლექსებს რომ მწერდა დილაობით

პარასკევი ცამეტია, გავიღვიძე ძლივს,
ისე ქვასავით მეძინა, ვგავდი რაღაც ნივთს,
ერთი გოგო დამესიზმრა, ნეტა ვინ არის?
ეს შენა ხარ სიხარულო, დილა მშვიდობის.
ჩემი თეო ისეთია, არ გავს არავის,
ვერავინ ვერ შეედრება პიროვნებას მისს,
ლამაზია, კეთილია, თბილი არის ის,
უფრო მეტად მათბობს ვიდრე სხივუკები მზის.
მენატრები და მწყურიხარ ვით ნაკადი წყლის,
უდაბნოში გადაკარგულ ბუშმენების ბიჭს.
მაკლიხარ და მშივხარ მუდამ პერწკლო სიცოცხლის,
ჩაგეხუტე და კისერში გაგიკეთე "კისს".
++++++++++++++++++++++++++++++++
დილა მშვიდობისაო, ჩემო ფეფებ ბაკუნა,
საყვარელო დუდუკა, გემრიელო ტაკუნა,
რა კარგია რომ ბედმა, შენი თავი მარგუნა,
ამიტომაც ვარ ძაან ბედნიერი კაცუნა.
კეთილი მაქვს გულიო, ლამაზი მაქვს სულიო,
ძაან შორს მყავს უბრალოდ, ჩემი სიყვარულიო,
მაგრამ როცა იქნება დისტანცია ნულიო,
ტუჩუკათი ვიქნები მასზე გადაბმულიო
დაგიკოცნე სახეო, ხელები და კისერი,
მოგაწვდინე აქედან სიყვარულის ისრები,
არ მჭირდება საერთოდ ჯადოქარი მისნები,
რომ მივხვდე რომ ყოველთვის შენთან ერთად ვიქნები
This post has been edited by teonala on 15 Dec 2011, 21:35
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს, დამიჯერეთ, განშორება აღარ იქნებოდა ...
Verbringe deine Zeit nicht mit jemandem, der sie nicht mit dir verbringen möchte
I like being a mess. It's who I am.
ის, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს...