მერე დაელაპარაკე ამაზე თუ ასე გაწუხებს ეს, აუხსენი, ასწავლე და გადაგისვამს მერე ისეც როგორც შენ მოგწონს. მაგრამ არაა... სხვა ქალთან გაქცევა უფრო იოლია.
კაცები ხო რას ამბობ, სულ ვარსკვლავებს აფრქვევენ საწოლში. ჩაატარეთ ფარული გამოკითხვა, რამდენ ქალს მოსწონს თავის პარტნიორი ლოგინში და რამდენი განიცდის სიამოვნებას რეალურად და არ მსახიობობს, რომ პარტნიორს გული არ ატკინოს და კომპლექსი არ გაუჩინოს. ისეთ შედეგს მიიღებთ აი ძალიან შეგრცხვებათ კაცებს.
სინამდვილეში ეს არაა მიზეზი, ბევრი ვიცი კაცი რომელიც საკუთარი ცოლის მეათედი რო არაა, არც გარეგნობით არც ინტელექტით და არც დარწმუნებული ვარ სექსხელოვნებას არ სხლავს, ისეთ ქალებთან გაივლიან ხოლმე.
სიმართლე სხვა რამეშია, იმაში რომ კაცები (ყველა არა) არავის ეწყინოს, მაგრამ სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე, არიან "ღორები" ამაში.
და ნუ ცდილობთ ყველაფრის ქალზე გადმობრალებას, ორსულობები და მოუწესრიგებელი თმები.. ეს მხოლოდ თითიდან გამოწოვილი მიზეზებია.
იმას არ ვიძახი რომ გარეგნული მიმზიდველობა არაა მნიშვნელოვანი მარა საერთო ჯამში , ყველაფრის მაგაზე დაბრალება აფიორაა.
ეხლა გადავიკითხე ჩემი პოსტი და , ვიღაცა იფიქრებს რა გამწარებულია საწყალიო, ისეთი აგრესიული გამომივიდა. სინამდვილეში არ ვარ განწყობილი აგრესიულად

"მაგათი სინსილა გაწყდეს"- ქალი ნამდვილად არ ვარ
This post has been edited by tatusia on 14 Dec 2011, 20:28