ზურა ჯაფარიძე
* * *

ჩემ ბავშობაში ერთ-ერთი უსანატრელესი და უსაყვარლესი ფილმი იყო მილიონი წელი ჩვენ ერამდე
მაშინ სპეც ეფექტების პიკი იყო ანიმაციური დინოზავრები და მათთან მებრძოლი ნახევრად შიშველი ქალები ეროტიკის ზენიტი
ხოდა რატო ვეყვები ამას
ქერა ტიპები იყვნენ ცივილიზებულები ჭკვიანები წარმატებულები ორგანიზებულები ჰუმანურები
შავთმიანი ტომი იყო უტვინო ხეპრე მოძალადე არაორგანიზებული აგრესიული მკვლელების ბრბო
ამ კლიშეებით გვზრდიდნენ
ასეთი ლატენტური ქსენოფობიური კლიშეების დამკვდრება ხდებოდა
საიდან მოდის
რეალურად დღევანდელი მას კულტურა და დომიმანტი ცივილიზაცია არის ევროპული და ევროპულიდან წამოსული ამერიკული რომელიც ასოცირდება ღია ფერის ხალხთან ანუ ქერა ან წითურ ადამიანებთან. ცისფერ ან მწვანე თვალებთან
აზიაზე არსებული სტერეოტიპი - სიბნელე რელიგიური ობსკურანტზმი განუვითარებლობა ძალადობა ტერორიზმი მუქკანიანები და შავთმიანები. შავი ან ყავისფერი თვალებით
საუკუნეების განმავლობაში ჩვენ სადღაც ამ ორი ცივილიზაციის დაპირისპირების შუბის წვერზე ვართ
ჩვენ ქერებთან წარუმატებელი ურთიერთობის გამოცდილება გვთრგუნავს, გვეგონა ფანჯარა გავჭერით ევროპაში ხიდი გავდეთ და ამ დრის ტიპიურ აზიურ ცივილიზაციას ჩავეხუტეთ
ხოდა გვაქვს კოგნიტიური დისონანსი, ქერა ქალები კარგია, მარა მონღლებივით არაცივილიზებულად რატო იქცევიან (მონღოლებზე ჩვენში არსებული კიდე ერთი სტერეოტიპი)
ნახეთ დღესაც როგორ ეპყრობიან შავთმიან ტურისტებს რესტორნებში და შეადარეთ იგივე დამოკიდებულება ქერებისადმი. რაღაცა მოწიწების და არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ ქერების მიმართ. თავი მეორეხარისხოვან ადამიანები ჰგონიათ ქერებთან... შავებთან პირიქით, სომხებზე თურქებზე არაბებზე და ირანელებზე რაღაცით უკეთესი ჰგონიათ.
არადა იყო დრო აზიური ცივილიზაციები ბევრი რამით უსწრებდნენ ევროპულს. მათ შორის ჰუმანურობით
კი ელინური კულტურა და ცვილიზაცია ძლიერი იყო და მისმა შეჯვარებამ ქრისტიანობასთან უპირობო ლიდერებში გაიყვანა მაგრამ იყო დრო პირობითად ევროპელი თვეობით არ ბანაობდა და სპარსელი დილა-საღამოს
მაგრამ ეს სტერეოტიპები და წარმოდგენელი ნელ-ნელა ბარდება წარსულს
ჯერ პოლიტ კორექტულობის გამო
მერე
ქვეცნობიერიდანაც წაიშლება
გლობალიზაცია და მულტიკულტულარიზმი გარდაუვალი პროცესია და იმარჯვებს
აღარავინ გადაიღებს ჰოლივუდში ფილმს სადაც შავთმებიანები ცალსახად ცუდები და ქერები კარგები არიან
This post has been edited by 098 on 30 Oct 2019, 14:16