უფრო და უფრო მეზიზღებიან ადამიანები.
უფრო და უფრო მიჭირს ურთიერთობებში შესვლა ანუ მოხიბლვა ადამიანების არა მაგრამ მოთხოვნების სია გავზარდე უბრალოდ ადრე რომ მეკიდა და ა.შ. ეს დამოკიდებულება აღარ მაქვს და მამაკაცს უფრო მეტს ვთხოვ აშკარად.
ცოტა უფრო აგრესიული გავხდი.
მიჭირს უფრო სხვაგან გადასვლებთან შეგუება, მინდა ჩემი კუთხე ვიპოვო დედამიწაზე და გადასასვლელ ყუთებზე არ ვიჯდე.
ვერ მაშინებს წინააღმდეგობები ასე ადვილად და გავიაზრე რომ საკმაოდ მებრძოლი ხასიათი მქონია და ამის დაფასება ვისწავლე.
ცოტა პუნქტუალური გავხდი ცოტაც კი რომ მაგვიანდება სინდისი მქენჯნის ადრე ხშირად ურეაქციოდ გამიტარებია. დღეს 20 წუთით ადრე მივდიოდი ავტობუსის გაჩერებაზე და აი პანიკის შეგრძნება ხო შეიძლება დამაგვიანდეს არ მივლიდა.
გული მწყდება ერთ ორ ადამიანზე წარსულიდან. ვინმესთან ურთიერთობა არ მინანია და აი რომ არ მქონია ნამდვილად მინანია. არის ერთი ადამიანი რომელის გამოც დროს დავაბრუნებდი და მასთან ვიქნებოდი მაშინ როცა დრო იყო. პატარა რომ ხარ რაც სიამოვნებას განიჭებს და აკრგად გხდის და არ ვნებს შენს ჯანმრთელობას ან რამე სხვას უნდა გააკეთო, იგიჟო და შეირგო. ახლაც არ ვარ დიდი, მაგრამ მოკლედ სნაამ დრო გაქვს ყველაფერი უნდა შეიგრძნო ადამიანმა, წახვიდე ნახო სხვა ქვეყნები გაერთო თორემ მერე რომ მოტრიალდები და გადმოხედავ შენს ცხოვრებას ის რაც არ გაგიკეთებია და შანსი გქონდა და მერე მოგინდება განანებინებს იმ ფაქტს რატო არ გააკეთე. მოკლედ ვერ ვხსნი კარგად.
ჰოდა რაც წლები გადის ნაკლებ რისკიანი ხდები ადამიანი..,
ვაპირებ სანამ ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ ყველა რისკზე წავიდე რაც მინდა და მერე არ ვიტყვი რომ ვინანე რომ ეს არ გავაკეთე