გლობალურად რო შევხედოთ, ბოზის დეფინიციაში ხვდებიან ის ქალები, რომლებმაც დაარღვიეს კაცების მიერ დაწესებული წესები.
ანუ, ბოზად ითვლება ყველა ქალი, რომელიც თავისი საზოგადოების მორალს არღვევს და მის ღირსებას (ღირსებას იმგვარად, როგორც ეს საზოგადოება აღიქვამს) რამენაირად დაამცირებს.
თუ ეს დარღვევა ერთჯერადია, ან უნებურად მოხდა, ან რამე და თან დიდი და ვაივიშური მონანიება ახლავს, ქალმა შეიძლება დაიბრუნოს პატიოსნის სახელი (ერთხელ შეცდა, ინანიებს, ვაპატიოთ). მორჩილება მთავარია.
მერე აქ არის ორი დიდი ჯგუფი, ანუ, ქალები, რომლებიც კაცების დადგენილ ზოგ წესს კი არღვევენ, მაგრამ სხვა წესს ემორჩილებიან და მთლიანობაში გამოდის, რომ კიდევ უარესად ემონებიან კაცებს. ანუ, იგივე მეძავები დავუშვათ. არღვევენ მორალის ძირეულ პრინციპებს, რათა საზოგადოების კაცებმა უფრო სრულად იბატონონ მათზე და ამით ორივე მხარემ სარგებელი ნახოს. მარა თან ეგენიც ჩალიჩობენ და ცდილობენ, როგორმე არ იყონ მთლად მონები. რამდენად გამოსდით, სხვა საკითხია.
და მეორე, რომელიც წესებს არღვევს მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი წესებით ურჩევნია ყოფნა და საზოგადოების კაცების მასას აქედან ნაკლები ხეირი. მაგალითად, გოგო, რომელმაც მიატოვა ქალიშვილობის ინტიტუტი, მაგრამ არა იმისთვის, რომ თავი კაცებისათვის დაემონებინა, არამედ იმისათვის, რომ თავად განესაზღვრა საკუთარი ბედი და ამას არ მალავს. ან, გოგო, რომელიც უცხოელ კაცს არჩევს, ან ღიად აცხადებს, რო ქართველი ბიჭები არ ევასება. უმეტესობის თვალში ეგრევე ბოზებად ირაცხებიან.
ნუ მერე ეს ჯგუფები თავის მხრივ კიდევ იყოფა ჯგუფებად, ამას გარდა არის ჯგუფებს შორის გარდამავალი შემთხვევები, ამას გარდა, თვითონ ეს ბოზებად შერაცხულებიც შეიძლება მოგვევლინონ მორალის მქადაგებლებად და სხვებისათვის ბოზის დამძახებლებად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ

მოკლედ, მთლიანობაში, ეგაა - ქალი, რომელიც არღვევს კონკრეტულ საზოგადოებაში არსებულ ქცევის წესებს
აქედან ვიღებთ იმას, რომ ერთ საზოგადოებაში ბოზად მიჩნეული, მეორეგან ნორმალურად შეიძლება ჩათვალონ და მესამეგან - საერთოდ მკაცრი ზნეობის მქონედ.
ასეთი ამბებია, მოკლედ.