ბოზის, როგორც ასეთის, მრავალწახნაგოვანი ცნება, რეალურად გაცნობიერების დისტანციაზე, პირადად ჩემს ცხოვრებაში სადღაც 13 წლის ასაკში მოვიდა. არ იფიქროთ ჩვენში ტრადიციულ და ბანალურ „დავაჟკაცებას“ ვგულისხმობდე, არა. მათლად ეგრეც „არ გამიმართლა“ თუმცა ამბავი არანაკლებ სამახსოვრო და სახალისო გამოდგა.
ნუ, ადრე ეს ის ასაკი იყო , როცა „ვზროსლი“ ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებით დაინტერესება ერთდროულად და აქტიურად იჩქეფებდა პუბერტატულ ცნობიერებაში – ბლტავი და კაიბიჭობაზე ვენების გადახსნა, საპირისპირო სქესისადმი სსერრიოზული ინტერესი, გაპრანჭვები და საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა, ფულის მნიშვნელობის უფრო სიღრმისეულად გააზრება, ერთგულება, პრიციპები და სხვა რაღაც–რაღცეებიც.
„დავზროსლების“ ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული , „აპრობირებული“ ინსტიტუტი იყო ყომარი და თავანი. თვანის ჩაბარებაზე „დვიჟენიები“ უბანში თუ მის გარეთ, სერიოზული ავტორიტეტის მოპოვების საშუალება იყო – თვანს აბარებ, ესეიგი სერიოზული ტიპი ხარ, პასუხიმგებლობას აცნობიერებ, სიტყვის კაცი ხარ, შენი ნდობა შეძლება. ჰოდა ყველა საძმაკაცოში იყო 1–2 ისეთი, რომლის თავნების მიღება–ჩაბარების საპასუხიმგებლო და დიდად საპატიო საქმით დაკავებული იყო დანარჩენი „ბრატვა“.
„კოტე“ ერთ–ერთი ასეთი იყო ჩვენს სასტავში.
დღის განმავლობაში, როგორც მინიმუმ 7–8 საპასუხიმგებლო შეხვედრა ჰქონდა, რომელსაც 2–3 მეგობარი მაინც უნდა დასწრებოდა (ყომარზე მარტო გასვლა „ცუდ ტონად“ ითვლებოდა).
სწავლისაგან და შრომისაგან თავისუფალ დღეებში კი „კოტე“ თავის ყომარბაზულ ოსტატობას ჩვენზე, მისი სამეგობროს წევრებზე ხვეწდა და ყველა აზარტული თმაშს, რაც ბანქოთი ითამაშებოდა, ცალ–ცალკე თუ ჯგუფურად დიდი მონდომებითა და აზარტით გვეთამაშებოდა. პირველ ხანებში კიდე ჰო და მერე, ჩვენს მეგობრულ ასპარეზობებს მობეზრების კვალე დაეტყო. ინტერესის გამოსაცოცხლებლად მცირედი, მეგობრული „მაზიანებიც“ შემოვიდა ხმარებაში – სახაჭაპურე, კინო, გაკვეთილზე წამოხტომა და დაყვირება (მაგალითად ვირი ვარ და ვყვირივა) და სხვა ასეთი უწყინარი „ვეშები“ კარგი საშუალება გამოდგა განლეული ინტერესის გამოსაცოცხლებლად. მეგობრული „მაზიანები“ სულ უფრო და უფრო ორიგინალური, საინტერესო ხდებოდა და გარდაუვალი აუცილებლობით მიექანებოდა იქითკენ სადაც ყველა ჩვენთაგანის მწვავე მოთხოვნილებები, ახალაღმოცენებული ინტერესი და სოციალური პრესტიჟი ერთ წერტილში იკვეთებოდა. მოკლედ ერთხელაც „მაზად“ დაიდო „ნაშა“ წაგებულს ქალი უნდა ეკისრა მოგებულის სასარგებლოდ.
ეხლა, თითოეული ჩვენთაგანი ხომ ისედაც „კაკ მინიმუმ“ 5–ჯერ უკვე ნამყოფი იყო მსოფლიოში ყველაზე მაგარ ქალებთან – იქ უფროსი ბიძაშვილის "სასტავში" საუნაში , თუ სადღაც ზღვისპირა კურორტზე, სოფელში, ჩვენსავით სტუმრად ჩასულ გოგოებთან, ბიძების მიერ მოსკოვიდან ჩამოყვანილ ნაშობასთან და ა.შ (ნუ ვისაც როგორ უჭრიდა ფანტაზია ). კი არაფერში სჭირდებოდა ახლა ვინმეს თავანში მიღებული სექსი

მაგრამ, ხაჭაპურის პონტში რა... „პროსტო“ თმაშს რო ინტერესი და ხალისი ჰქონოდა.
ჰოდა ისე მოხდა რომ „კოტესთნა“ ეს „ნაშ–მაზიანი“ თამაში მე მომიწია.
ბურას ვთამშობდით. მე მგონი მას შემდეგ, ასეთი მონდომებით, აზარტით, დაკვირვებით, გონების სრული დაძაბვით, მრავალვარიანტული კომბინაციების გათვლითა და ნუ მოკლედ მოგების ასეთი სურვილით ცხოვრებაში აღარაფერი მითამაშია

არც დამსწრე საზოგადოება იყო უინტერესოდ, ყოველთვის იმის მხარეს იყვნენ ვისაც კარგი კარტი მიუვიდოდა და მოგების მეტი შანსი გაუჩნდებოდა. მათი „ჩართულობის მაღალი ხარისხიც“ გასეგებია.
როგორც იტყვიან მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა, „მოკლე სჩოტი“ 11–მდე უნდა გვეთამაშა (დავიანი). ქულა ქულაში მივდიოდით, ათით ათზე 13–მდე დავამატეთ და როგორც იქნა 13–ით 11 მოვიგე. მოვიგე „ცხოვერბის პარტია“
ერთბაშად ოქროსფერ და ალაგ–ალაგ ვარდისფერ ტონებში ინათა ჩემმა უახლოესმა მომავალმა, თითქმის ხელშესახები გახდა აქამდე „ჯერარნახული“ (ანაც მხოლოდ საეჭვო წარმომავლობის შავ–თეთრ სურათებზე ნანახი) პერსპექტივები , ცხოვრებას სულ სხვა, რომანტიულ–ავანტიურისტული ინტერესი შეეძინა.
რათქმაუნდა თვინის აბავი ჯერ ჩვეს „სასტავში“ გაბაზრდა და მალევე უფრო ფართო საზოგადოებაშიც. ჩაბარების დეტალებით რატომღაც ისეთი ხალხიც ინტერესდებოდა, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც „კოტესტან“ არ ჩემთან არც ჩვენს საერთო მეგობრებთან. თუმცა საერთო მაინც გვქონდა ყველას,
ნუ გასაგებია რაც.
„კოტე“, როგორც თავმოყვარე ყომარბაზე, ასეთ „მეგობრულ“ თავანსაც სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა, მიდგა–მოდგა , თავისი უფროსი ბიძაშვილ–მამიდაშვილები შეაწუხა, „სათავნე ქალი“ იშოვა და უკვე მოყომარებული საქმის დეტალების დასაზუტებლად ჩემთან ამოვიდა. რათქმუნდა მატჩის დამსწრე ყველა წევრი უმალ იქ გაჩნდა. „ვიკაცეთ“ – რაღაც პიტნის შინნახადი ორაყი და ცოტაოდენი მისაყოლებელი გავაძრეთ. ბიჭებმა დალიეს. ალბათ ესეც სიმბოლური იყო და სწორედ მას შემდეგ, რაც გაჭირვებულების, ანუ „მდომიერეების, მჯდომიერეებისა და მწოლიარეების“ სადღეგრძელო დაილია , „კოტე“ იმ საკითხზე გადავიდა რის გამოც ყველა იქ მყოფი სუფრის წევრი მოკვდებოდა არყის სმაში, მაგრამ სუფრას არაფრით მიატოვებდა, ვიდრე იმას არ გაიეგბდა თუ „სად“ და „როდის“

ბოლოსდაბოლოს „კოტემ“ თქვა,
რომ შორენა (ასე ერქვა „სათავნე ქალს“) არის არნახული სილამაზის, ქერათმიანი, რათქმაუნდა „ვზროსლი“ (ამას განსაკუთრებული ფასი ჰქონდა ყველა „დავზროსლებას“ მოწყურებული ლაწირაკისთვის ), ყოფილი ხუთოსანი, „პიანინოზე“ რომ უკრავს იმისთანა გოგო და ა.შ. მოკლედ ლამის ნეტაი იმ ოჯახს სადაც ეგ შევა რძლადო.
.მერე „კოტემ“ მოყვა სევდიანი და გულისშემძვრელი ისტორია იმის შესახებ თუ როგორც აღმოჩნდა ეს მრავალი ღირსებებით დამშვენებული და კეთილშობილი მანდილოსანი ასეთ ... სამძრახის ასპარეზზე.
აქ ცოტა უნდა განვავრცოთ ეს ე.წ. „ლეგენდის“ თემა. საერთოდ მაშინ, ყველა თავმოყვარე არ ეთქმის ახლა, მაგრამ თავს რომ იფასებდა ისეთ ნაშას ჰქონდა ასეთი „ლეგენდა–ალიბი“ და „თამვმოყვარე“ კაცებიც სწორედ ასეთ, „ლეგენდიან“ ბოზებს ეტანებოდენ. ეს იმ პომტში, რომ „სულით ბოზი“ კი არ იყო ის ვისთანა საქმეს იჭერდა ....“პროსტო ამ ცხოვრების დედას რო ##ვეცი გეიგეე სიმონ“

ხო, მოკლედ, „კოტეს“ მონათხრობის მიხედვით შორენა, როგოც ნაშა სრულად აკმაყოფილებდა იმდროინდელი კონსერვატორული, „ღრმად მორალური“ და კაიბიჭური საზოგადოების მკაცრ სტანდარტებს. უფრო მეტიც– აღემატებოდა თავისი ღირსებებით ამ სატანარტებს. ყველა ისეთი კმაყოფილი იყო, სახეზე გვეტყობოდა რომ საკუთარ ოცნებებში თითომ 3–4 ჯერ მაინც უკვე ჩაიბარა მშვენიერი შორენა თავანში
но не тут то было 
- ბოლო შტრიხი რაც შორენას საოცნებო პორტრეტს დაასვა „კოტემ“ იყო სიტყვები – „მარა ცალი თვალი არა აქ სიმონ“
ყველა ერთბაშად გამოფხიზლდა და რამოდენიმე წუთი ისტერიულად ვხარხარებდით.
მერე, მთელი მისი დარჩენილი, ძალზედ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე, „ცალთვალა შორენას“, „სექსის კუტუზოვის“ ამბავს წარა–მარა ვუხსნებდით „კოტეს“ და მწარედ ვეკაიფებოდით, როცა კი საუბარი ქალებზე ჩამოვარდებოდა.
ხო, მე თავანზე უარი ვთქვი. კოტემ კი საქმე მაინც ბოლომდე მიიყვანა და სადღაც ტურბაზაში, რუს ქალებთან ჩააბარა ბიჭებს „თვანი“
ამ ამბიდან 1 კვირაში კი მე სპორტულ „ზბორებზე“ გამაქანეს ტყ იბ ულში (ესეც სიმბოლური იყო ალბათ

). სამჯერადი ვარჯიში დღის განმავლობაში, ქანცის გაცლამდე სირბილი და ცურვა – სწორედ ის იყო რაც გამაზული ოცნების, "მშვენიერი შორენას" დავიწყებაში დამეხმარა.
ეს ისე, ხალისობიზა დავწერე,
მერე რამეს სერიოზულადაც გავსტროჩკავ.