ოო მე მქონდა ერთი საინტერესო ისტორია . მოკლედ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამ ვირტუალური გაცნობების და ა.შ. ხოდა ერთხელაც სკაიპში დამიმატა ვიღაცამ და მე რა თქმა უნდა წავშალე, ეს განმეორდა რამდენჯერმე., მერე დავბლოკე, მერე სხვა ნიკით მიმატებდა მოკლედ არ მეშვებოდა.. ხოდა ასე ჭიდაობაში კი გავაბით საუბარი,, კარგი ტიპი აღმოჩნდა(საუბარში) თორემ ფოტო არც ჩემთვის უთხოვია და არც მისი მქონდა ნანახი, ძალიან კი მიკვირდა მაგრამ რავი. მელაპარაკებოდა ძირითადად მუსიკაზე, წიგნებზე, მხატვრებზე, მოკლედ სუფთა ინტელექტუალურ ურთიერთობას ვეწეოდით მე და ეს ყმაწვილი: D ასე გავიდა 2 თვე, ვატყობდი რო შეხვედრა უნდოდა მაგრამ ვერ გადაეწყვიტა როგორ ეთხოვა

ხოდა ყველაფრის პიკი იყო როცა მითხრა Smoke on the water ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერააო. (მოგახსენებთ რომ ძალიან მიყვარს ეს სიმღერა

) ხოდა ჩემთვის გავიფიქრე რას ვკარგავთქო და შევხვდი.....
ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა როცა დავინახე :| ძალიან მეცნო მაგრამ უცებ ვერ გავიხსენე მაგრამ ახლოს რომ მივედი მივხვდი რაში ყოფილა საქმე

ეს აღმოჩნდა ყმაწვილი რომელიც იმყოფებოდა ერთ-ერთ ბარში მაშინ როცა მე და ჩემი მეგობრები დაქალის დაბადების დღეს ავღნიშნავდით(2თვით ადრე შეხვედრამდე) გაგიკვირდებათ რატომ მახსოვდა ვიღაც ტიპი ბარიდან

მთელი საღამო ყველა ჩემი დაქალი მასზე გადარეულები დარბოდნენ და ხან მისი თვალებით და ხან ტუჩებით დაა.შ. აღტაცებულებს რა ექნათ აღარ იცოდნენ მაგრამ ამ ყმაწვილს ჩვენი მაგიდისკენ ყურადღება თითქმის არ მოუპყრია. მე ცოტა ადრე წამოვედი და თურმე მაშინ მოხდა მოსახდენი: D ეს ბატონი ყმაწვილი მივიდა ჩემ დაქალებთან და სთხოვა ჩEმი ნომერი

(დაქალებს რა თქმა უნდა გული დაწყდათ და ჩემთვის ვერ გაიმეტეს

) ხოდა უარი უთხრეს

ბევრი ხვეწნის შემდეგ სკაიპი გამოუძალავს გოგოებისთვის(იცოდნენ რომ მაინც არავის ვიმატებდი და თამამად უთხრეს

) და მერე რაც მოხდა კი მოვყევი
რამხელა პოსტი გამომივიდა, ამიტომ კიდე რო არ გავაგრძელო მოკლედ ვიტყვი რო რამდენიმე თვე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა მაგრამ სამწუხაროდ რეალობაში ისე ვეღარ შევეწყვე როგორც ვირტუალურ სამყაროში(ჩემი საყვარელი სიმღერაც ხომ უბრალოდ იქიდან იცოდა რო ბარში რომ დაუკრეს, სოლისტთან მივედი და მისამღერებს ბექებს ვუკეთებდი

)
ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა რომ რაც არ უნდა რეალში დაწყებული ურთიერთობა იყოს პროცენტულად მისი არ განვითარების შანსი იმდენივეა რამდენიც ვირტუალურად დაწყებული ურთიერთობის,, ასე რომ უბრალოდ არცერთ უკიდურესობაში არ უნდა გადავეშვათ და ყველაფერი იქნება ok : )))
Femme fatale..
I'd tell you to "GO TO HELL", but I work there, and I don't want to see you every day.. ))