strelicia
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9672
წევრი No.: 104062
რეგისტრ.: 4-November 09
|
#29142124 · 11 Jan 2012, 00:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
besvs
QUOTE | სწორედ აი აქ მართებთ ქალებს თავდადება, თუ კარგად მოინდომებენ ვერ გააუპატიურებენ |
უკბინე, მოაჭამე_ცხვირი, ყური ..... არ იფიქრო, წივილკივილი ან წიხლების ქნევა რომ არ შეგეფერება, დაიკიდე ფეხსაცმელები , გაიძრე და გაიქეცი, ჩანტაც დაიკიდე ....
უბრალოდ ამისთვის ცოტაოდენი მზადყოფნაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში იმხელა შოკია ხმის ამოღებასაც რომ ვერ მოახერხებ.
QUOTE | და სწორედ ასეთ მაგალითს დავარქმევდი გაუპატიურებას ბოროტმოქმედების განზრახვა რომ შესრულებულიყო |
სცდები.
,,გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში“ დამნაშავეებთან მუშაობისთვის პოლიციელებს საბაზისო ცოდნა უნდა ჰქონდეთ დამნაშავეთა მოტივებზე და მათი მოქმედების ტიპურ სქემებზე.
დამნაშავეთა ქცევაში გასარკვევად ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე ასპექტს. ჯერ განვიხილოთ მსხვერპლთან დაახლოვების მიზნით დამნაშავეთა მიერ გამოყენებული მეთოდები;
დამნაშავეები დაახლოვების სამ ძირთად მეთოდს იყენებენ:
დაძალება/იძულების მეთოდი:
დაძალება/იძულების მეთოდის დროს დამნაშავე მიმართავს ტყუილსა და ეშმაკობას. ეს მსხვერპლთან დაახლოვების ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ასეთი ტიპის მოძალადეები ატყუებენ მსხვერპლს, მაგალითად: თავს პოლიციელად ასაღებენ და დახმარებას ან მანქანით მიყვანას სთავაზობენ.
ამ მეთოდს ის დამნაშავეები იყენებენ, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი არიან და სჯერათ, რომ მსხვერპლთან კონტაქტს დაამყარებენ. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება ნაცნობი ქალების გაუპატიურებისას ან შეხვედრის (პაემნების) დროს გაუპატიურებისას. ასეთი დამნაშავეები, საერთოდ მეგობრულები არიან, კარგი მანერები აქვთ და მათთან ურთიერთობაც ადვილია.
მოულოდნელობის ეფექტით მოქმედების მეთოდი:
დამნაშავეები, რომლებიც ტაქტიკის სახით მოულოდნელობის ეფექტს იყენებენ, როგორც წესი, წინასწარ არჩევენ მსხვერპლს, უთვალთვალებენ მათ ან ელიან, როდის აღმოჩნდება მსხვერპლი შესაფერის (დაუცველ) მდგომარეობაში. ეს დამნაშავეები მსხვერპლის შესაშინებლად იყენებენ შოკისმომგვრელ ელემენტებს, ძალის გამოყენების მუქარას. ისინი შეიძლება მსხვერპლს იარაღითაც დაემუქრონ, თუმცა, როგორც წესი, იარაღს არ იყენებენ.
უეცარი თავდასხმის მეთოდი:
ნაკლებად თავდაჯერებული დამნაშავეები უეცარი თავდასხმის მეთოდს ანუ სასტიკი ფორმის თავდასხმას იყენებენ, რომლის დროსაც მსხვერპლის წინააღმდეგობის დასაძლევად მოძალადე ფიზიკურ ძალას იყენებს. თავდამსხმელმა შეიძლება გამოიყენოს იარაღი, ქიმიური პრეპარატები ან აირები, მაგრამ ყველაზე ხშირად ასეთი დამნაშავეები უხეშ ფიზიკურ ძალას იყენებენ. ეს თავდასხმის ყველაზე სასტიკი ფორმაა, რომელიც დროსაც მსხვერპლი ყველაზე მძიმე სხეულის დაზიანებას იღებს.
დამნაშავის მიერ დაახლოვების მეთოდის არჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის ის დარწმუნებული ფიზიკურ ძალაში და თავის შესაძლებლობებში, ურთიერთობა დაამყაროს მსხვერპლთან.
საკუთარ თავში დარწმუნებული დამნაშავეები ნაკლებად იყენებენ უხეშ ფიზიკურ ძალას, უფრო მეტად ისინი მსხვერპლის დაძალებასა და შეშინებას მიმართავენ. თუმცა დამნაშავემ შესაძლოა, ასევე ,,დაახლოვების რამდენიმე მეთოდის კომბინაციაც გამოიყენოს.”
,,მსხვერპლთან დაახლოვების შემდეგ მასზე კონტროლის შესანარჩუნებლად დამნაშავეთა მიერ გამოყენებული მეთოდები მჭიდროდ არის დაკავშირებული უშუალოდ გაუპატიურების დროს გამოყენებული უხეში ფიზიკური ძალის დონესთან“.
1. თუ დამნაშავე კონტროლის შენარჩუნებას მხოლოდ თავისი იქ ყოფნით ახერხებს, უხეში ფიზიკური ძალის გამოყენება, ზოგადად, მინიმალურია. მაგალითად, დამნაშავემ, რომელიც სიტუაციას ამ ფორმით აკონტროლებს, შეიძლება მსხვერპლს სახეში გაარტყას და უთხრას, ,,ჩუმად იყავიო“;
2. თუ კონტროლის შესანარჩუნებლად ზეპირ მუქარას აქვს ადგილი, სავარაუდოდ, ზომიერი ფიზიკური ძალა გამოიყენება. დამნაშავემ შეიძლება რამდენჯერმე დაარტყას ქალს და, ამასთან, ლანძღოს და შეაშინოს ის;
3. თუ სიტუაციის კონტროლი იარაღით ხორციელდება, დამნაშავემ შეიძლება გადამეტებული ძალა გამოიყენოს, სცემოს მსხვერპლს და იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენოს;
4. მაქსიმალური ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასტიკი და სადისტური წამება, რათა მსხვერპლმა უსიტყვოდ შეასრულოს მოძალადის ყველა მოთხოვნა.
კონტროლის შენარჩუნებისა და ძალის გამოყენების ეს ოთხი დონე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელიც დამნაშავის პიროვნული მახასიათებლების დადგენაში გვეხმარება.“
„მაგრამ რატომ აკეთებენ მოძალადეები ამას? რა უბიძგებთ მათ ასეთი სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობისაკენ? რა არის მათი მოტივაცია?“
საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ მოძალადეები უშუალოდ სქესობრივი აქტისგან არ იღებენ სექსუალურ დაკმაყოფილებას. სექსუალურ აღგზნებას იწვევს მსხვერპლის თვალთვალი, დაზიანებების მიყენება ან თამაში გაუპატიურებამდე.
თუ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით მოძალადეთა მოტივებს, შეიძლება გამოვყოთ მოძალადეთა ორი ძირითადი კატეგორია:
ძალაუფლების მოყვარული მოძალადენი
ასეთ დამნაშავეებს შეიძლება ეჭვი ეპარებოდეთ თავიანთ მამაკაცურ ღირსებებში, მათთვის აუცილებელია საკუთარი ძალაუფლების დამკვიდრება ან მისი გამყარება. ისინი ხშირად, საკუთარ ძალაუფლებას მხოლოდ სხვა ადამიანის დამორჩილებით ან მისი ,,დაპყრობით“ შეიგრძნობენ.
მოძალადეთა მეორე კატეგორიას განეკუთვნებიან აგრესიული მოძალადენი.
ასეთი მოძალადეები შურისძიების წყურვილით შეპყრობილი გაბოროტებული ადამიანები ან ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც სქესობრივი კავშირის დროს სხვისთვის ფიზიკური ან ემოციური ტანჯვის მიყენებით „აღიგზნებიან და სიამოვნებას იღებენ.“
,,საერთაშორისო კვლევების თანახმად, გაუპატიურებების უმრავლესობას ჩადიან მამაკაცები, რომლებიც იცნობენ მსხვერპლს. ამ დროს გაუპატიურება მსხვერპლისთვის კარგად ნაცნობ გარემოში ხდება, მაგალითად, მსხვერპლის სახლში, სასტუმროს ოთახში ან სამსახურში.“
,,მხოლოდ მოძალადეთა მცირე ნაწილს უდგინდება ფსიქიკური დაავადებების დიაგნოზი. კვლევების თანახმად, მოძალადეთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ მსხვერპლთა ამჟამინდელი ან ყოფილი სექსუალური პარტნიორები.
მოძალდეები არ განეკუთვნებიან ,,მარტოხელათა“ კატეგორიას. ისინი, ძირითადად, საზოგადოების რიგითი წევრები და მეოჯახე მამაკაცები არიან. სქესობრივი დანაშაულის ჩადენის მიზეზს მათი სექსუალური დარღვევები კი არა, ძალაუფლებისა და კონტროლისადმი სწრაფვა წარმოადგენს.“
,,მას დიდი ხანია ვიცნობ, ერთად ვმუშაობთ. ჩვენი ორგანიზაციის იუბილესადმი მიძღვნის საღამოზე ერთად ვცეკვავდით, შემდეგ კი სახლამდე მანქანით მივაცილე. რა თქმა უნდა, მეგონა, რომ მასთან სექსი შეიძლება მქონოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენს არ მეცეკვებოდა და სახლში არ შემიშვებდა, ასე არ არის? შემდეგ კი უკარებას როლის თამაში დაიწყო, ასე რომ ცოტა წაშველება დამჭირდა .....“
ცოლის გაუპატიურება: ,,ცოლს სულ ვეუბნებოდი, რომ ძალას აღარ გამოვიყენებდი, თუ სექსზე უარს არ მეტყოდა. ხანდახან ეს ესმოდა, ხანდახან კი ცოტა დაძალება იყო საჭირო.“ * * * besvs ,,პოლიციელმა უნდა იცოდეს, როგორი რეაქცია აქვთ ქალებს გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაზე და როგორ უმკლავდებიან ისინი ამ დანაშაულების შედეგებს.
ამ პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაციის ცოდნა დაგეხმარებათ, გაიგოთ, რას შეიძლება გრძნობდეს დაზარალებული გაუპატიურებისა ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების შესახებ თხრობის დროს.
როგორც ჩანს, მსხვერპლთა უმრავლესობა ერთდროულად შოკირებული, შეძრწუნებული და დათრგუნულია. მათ მომხდარი შეიძლება არარეალური ეგონოთ, არ აღიარებდნენ და არ სჯეროდეთ, რომ ეს მოხდა.
თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ არ არსებობს აღნიშნულ ფაქტზე ერთიანი სწორი ან არასწორი რეაგირების მეთოდი. ყველა ქალი მომხდარზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს.
თავდასხმიდან რამდენიმე კვირის ან თვეების შემდეგ დაზარალებულს აქვს შემდეგი რეაქციები:
რატომ მე?
გაუპატიურების მსხვერპლი ცდილობს მომხდარის მიზეზის დადგენას, რომელიც მისთვის ნათელს გახდიდა, თუ რატომ შეემთხვა ეს მაინცდამაინც მას. ეს არის გარკვეული წესრიგის დამყარებისა და საკუთარი ცხოვრების გაკონტროლების მცდელობა. მსხვერპლი საკუთარ თავს ეკითხება: ამის თავიდან ასაცილებლად, რაიმეს გაკეთება ხომ არ შემეძლო? რა უნდა გავაკეთო ან არ გავაკეთო, ეს რომ მომავალში არ განმეორდეს?
სირცხვილი
გაუპატიურების მსხვერპლს ეუფლება განცდა, რომ ის გათელეს, მას რაღაც წაართვეს, თავს ლაფი დაასხეს, აქვს სიბინძურის შეგრძნება. მას ხშირად ჰგონია, რომ ის შეიცვალა და სხვები ამას ამჩნევენ. ზოგიერთი მსხვერპლი თავს იმაშიც კი იდანაშაულებს, რომ ვერ შეძლო გაუპატიურების თავიდან აცილება.
სიბრაზე
გაუპატიურების მსხვერპლის სიბრაზე შეიძლება მიმართული იქნეს დამნაშავეზე, უსამართლობაზე ან იმაზე, რომ ასეთი გზით დაკარგა უსაფრთხოების განცდა. ხანდახან მსხვერპლი საკუთარ თავზეც კი ბრაზობს.
შიში
გაუპატიურების ან სხვა სქესობრივი დანაშაულის შემთხვევაში ქალს ჰგონია, რომ სამყარო არასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ჩვეულებრივი გარემო, სახლი და გარემოცვაც კი, მას უსაფრთხოდ აღარ მიაჩნია.
ამიტომ, მან სახიფათოდ შეიძლება მიიჩნიოს, როგორც ნაცნობი, ისე უცნობი ადგილები.“
,,ბევრი ქალი მართლაც უარს ამბობს, მაგრამ მათ არ უსმენენ.
ხშირად გაუპატიურების მსხვერპლი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს მოძალადეს და ცდილობს, თავს უშველოს. ზოგიერთი ახერხებს შემდგომში თავდასხმის თავიდან აცილებას, მაგრამ სხვები უფრო მეტად იტანჯებიან და მნიშვნელოვან დაზიანებებს იღებენ. ზოგიერთი ქალი შიშის გამო განძრევასაც ვერ ახერხებს. ნებისმიერმა ასეთმა რეაქციამ, მამაკაცისათვის ცხადი უნდა გახადოს, რომ ქალს არ სურს სქესობრივი კავშირი.
თუ მამაკაცმა გადაჭრით გადაწყვიტა სქესობრივი კავშირის დამყარება და გაქცევის ადვილი გზა არ არსებობს, ძნელად წარმოსადგენია, რა შეიცვლება, თუ ქალი უარზეა.“
,,ადრე საკმაოდ გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ქალებს აუპატიურებდნენ, მაგალითად, სექსუალურად აქტიურებს, ე.წ. ,,გამომწვევ“ ქალებს ან ,,ტიპურ მსხვერპლს“.
ხშირად ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქალი გაუპატიურების პოტენციური მსხვერპლი იყო, იმიტომ, რომ მათ შემყურე მამაკაცებს, არ შეეძლოთ საკუთარი იმპულსების გაკონტროლება.
სინამდვილეში, კი აუპატიურებენ ნებისმიერი ასაკის ქალებს, ბავშვებისა და მოხუცების ჩათვლით. აუპატიურებენ ქალებს მათი სექსუალური გამოცდილების მიუხედავად: მონაზვნებს, მეძავებს, გათხოვილებს, ქალიშვილებს, ფიზიკური ნაკლის მქონე ქალებსა და ასევე ქალებს, რომელთაც ბევრი საყვარელი ჰყავთ. ქალთა არცერთი კატეგორია არ წარმოადგენს გამონაკლისს, ნებისმიერი ქალი შეიძლება გახდეს გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების მსხვერპლი.”
,,ბევრი ქალი აკვირდება თავდამსხმელს და გარემოების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, როგორ შეინარჩუნოს სიცოცხლე. ხშირ შემთხვევებში, თავდასხმის დროს ქალებს სიკვდილის ეშინიათ.
თუ მოძალადეს იარაღი აქვს, ან მსხვერპლს სიკვდილით ემუქრება და მორჩილებას მოითხოვს, ბევრი ქალი შეეცდება სიცოცხლე შეინარჩუნოს და ზედმეტად არ გააღიზიანოს მოძალადე. ქალები ასრულებენ მოძალადის მოთხოვნებს, რათა ცოცხლები დარჩნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოძალადეს წინააღმდეგობას არ უწევენ და წყნარად იქცევიან.
გაუპატიურება იმაზე უარესი ვერ იქნება, ვიდრე სიკვდილი ან ინვალიდობაა. დამორჩილების გადაწყვეტილება - რაციონალური არჩევანია იმ შემთხვევაში, როცა მოქმედების შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია.“
--------------------
მამაკაცი ქალის თანასწორია.
ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.
|