ორი თვის უკან დავდექი დილემის წინაშე: გაპუტკუნება ან ჯანმრთელობის დამიწება.
ავირჩიე(იძულებით) - გაპუტკუნება
შევეშვი - 10 თვიან ვარჯიშს, ვუარყავი სიგამხდრე და სითხელე.
ხოდა, ვარ ახლა ასე, შევსებული, თუმცა ჯანმრთელი, ენერგიული და ფიზიოლოგიურად ნორმალურ პირობებში.
ვნერვიულობ? კი.

მრცხვენია? კი.

რადგან არ მინდა ვინმემ იფიქროს, მუცლის მონობამ მომიმატა კილოგრამები.
თუმცა ამით უმადურად ვიქცევი, რადგან ამ მომატებული კილოგრამებით მე სიცოცხლე გადავირჩინე, პირდაპირი მნიშვნელობით.
თან ამდენი ხნის სისტემატური ვარჯიში და სხეულის აღნაგობა მიწყობს ხელს მკვრივი და ერთად მოგროვებული ვიყო.

ვარჯიშის შედეგებიც ახლა დავინახე, ფორმები საბოლოოდ დაემსგავსა ჩემს ბუნებრივ მიყვანილობას და მე დავბრუნდი ჩემს სხეულში. თუმცა მსხვერპლად ზედმეტი კგ-ებიც მომაწეპა.
როგორც კი ორგანიზმი ხელს შემიწყობს აქტიური ვარჯიშით და შემცირებული კალორაჟით გამოვშრები ცხიმის ხარჯზე, ყოველგვარი დიეტისა და შიმშილის გარეშე.
ისეე, გოგოსთვის წონის მატება ბიჭოდეტექტორია.
ჩემს ცხოვრებაში წონის მატება-კლებაზე ბიჭების რაღაც ნაწილი ნიშნისმოგებით რეაგირებდა:
"ოჰ, ქალბატონო როგორ გაფუმფულდი!რომ მოდიხარ მოგაქვს."
ან
"აუ ტოო, რა გამხდარი ხარ, არ გიხდება. ხორციანი უფრო კაი ნაშა ხარ."
ამ დროს გინდა ამ ქალაჩუნა კაცუნებს ეცე და სახე დაუკაწრო საშვილთაშვილოდ.
ნაწილი კი არც გაგრძნობინებს ან ძალიან დელიკატურად, სიყვარულით სავსე მზერით:
"შენ ასეც ლამაზი ხარ, პროსტო ძაან დათხელდი და აღარ გეტყობა ავლა-დიდება."
"მომატებულიც ლამაზად ხარ, დაიკიდეეე რაა."
ამ დროს მშვიდად ხარ, გიყვარს ის ბიჭიც და შენი თავიც, მზად ხარ ცხოვრებისთვის. (არადა სინამდვილეში ამ კატეგორიასაც უნდა გაუჩეჩქვო თავი, გასცემს აქ სტანდარტებს ბიჭი!)
ბიჭების მესამე ნაწილი უცნობები არიან და მაგათ რეაქციას მზერაში იგრძნობს გოგო რა და როგორ. ეს ფრიად საინტერესო და ფართო სეგმენტია.
ვაიმე, მხარი მომაწოდეთ, უნდა ვიქვითინო და ვიტირო.
ძალიან სასოწარკვეთილი ვარ. თურმე მთელი ცხოვრება ჩემს ცხოვრებაში შემოცუნცულებული ბიჭების აზრებზე ვრეაგირებდი და მათ გამო გავცამტვერდი-ი?

პ.ს. მაგრამ დაბოღმილი მაინც ვარ მათზე. მათი წყალობით ვხოვრება საინტერესო და დინამიური იყო.
მჯერა, შევხვდები ჩემს ჩალხანას, ყველაფერი ძალიან ადვილი იქნება, დამავიწყდება ეს ყვრლაფერი და თავიდან, ახალი დაბადებით დავიწყებ მასთან ცხოვრებას.
ამ პოსტს რომ ვნახავ მრავალი წლის შემდეგ ჩემს თავს თავზე მოვეფერები ამ გულბრიყვახდილობისთვის და ეს საღამო გამახსენდება.