იმას რად უნდა ბევრი ლაპარაკი, რომ ყველა ოჯახს თავისი საკუთარი ჭერი სჭირდება, საკუთარი წესები და კომფორტი, მაგრამ ფინანსები უმეტეს შემთხვევაში სხვანაირად გვაიძულებენ ცხოვრებას.
ხალხო, ძალიან მიკვირს თქვენი დამოკიდებულება საყვარელი ადამიანების მშობლების მიმართ და მითუმეტეს საკუთარი მშობლების მიმართ , თითქოს ისინი არც არსებობენ და ვინმე გვაიძულებს მათ ატანას. ჩვენი შვილებიც ასე უგულოდ გაიზრდებიან და მერე ვიძახოთ ჩვენ ქართველებიიიი....!
ძალიან აგრესიულად ვართ განწყობილები და ეგოისტურად ვუდგებით ყველაფერს.
იდეალური მდგომარეობა თითქმის არ არსებობს, ამიტომ როცა ერთად უწევს ორ ოჯახს ცხოვრება და ჰარმონისს დამყარებაა საჭირო, ქმარი კი არ უნდა იხლიჩებოდეს ცოლსა და დედას შორის, არამედ ყველამ თავისი ადგილი უნდა დააყენოს "ოპონენტის" ადგილზე და ყველაფერი თავისით მოგვარდება.
დედამთილებად , მამამთილებად და რძალ-მულებად არ იბადებიან, ყველანი ადამიანები ვართ და ოდესმე როლებს გავცვლით. ამიტომ პატივისცემით,სიყვარულით უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს.
მააშ