შემჩნეულია, რომ ღალატი ქალებს და კაცებს მთლად ერთნაირად არ გვესმის:
ცოლს უღალატებდით? (post #53465802)ალბათ არც პატიების გაგება იქნება მთლად იდენტური.
ჩემი გაგებით, ვაპატიე ნიშნავს იმას რომ - როცა დამიშავეს, ამის გულისათვის სამაგიეროს არ ვუხდი, შურს არ ვიძიებ და არ ვმტრობ.
გავაგრძელოთ ისევ ისე ერთად ცხოვრება, მეგობრობა, მამა-შვილობა და ა.შ. - ეგ სხვა თემაა, სხვა საფეხურია განვიტარების და ორივე მხარის სერიოზული პიროვნული მზაობა ჭირდება. ამ ყველაფრის ავტომატურად მიბმა პატიების აქტზე, ვფიქრობ შეცდომაა და მომავალში პრობლემებს ქნის.