"ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი"- ამის ემოციის ქვეშაა ეგ გოგო და გადაიკითხე თუ გინდა

* * *
აჰა გოეთეს გამონათქვამებიც, იქნებ გამოგადგეს რამეში

* მათემატიკოსები ფრანგებივით არიან; როცა მათ ელაპარაკები, ისინი ყველაფერს თავიანთ ენაზე თარგმნიან და შემდეგ უცებ ყველაფერი სულ სხვა რამ არის.
* ყველაზე სასაცილოა სურვილი, რომ ყველას მოსწონდე.
* დედამიწა მოსაცდელი დარბაზია იმ ქვეყნად გასამგზავრებლად.
* მხოლოდ ის არის საუკეთესო მთავრობა, რომელიც გვასწავლის ჩვენი თავის მართვას.
* არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი,როგორც იმაში,თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.
* კანონი ძლიერია, ოღონდ უფრო ძლიერია გაჭირვება.
* თუ მიზნისკენ მიდიხარ და გზად შეჩერდები, რათა ყველა ძაღლს ქვა ესროლო, რომელიც გიყეფს, მიზნამდე ვერასოდეს მიაღწევ.
* ცისარტყელა ცაზე 15 წუთის განმავლობაში რომ ჩანდეს, არავინ მიაქცევდა მას ყურადღებას.
* იმედი უბედურთა მეორე სულია.

* სიცოცხლე არის ისეთი გამოცდილება, რომლის გამოც სიამოვნებით აღარ ვკვდებით.
* ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს.
* მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი.
* ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს.
* მხოლოდ ის ადამიანია სიცოცხლის ღირსი, ვინც დღენიადაგ ბრძოლით მოიპოვებს ცხოვრების უფლებას.
* შეუძლებელია, ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის შეიძლება დარჩე ადამიანად.
* ხშირად კარგავენ დროს უსარგებლო ამბების კითხვაში. კაცმა მხოლოდ ის უნდა წაიკითხოს, რაც აღტაცების ღირსია.
* ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრნული აზრი მაინც.
* სრული ბედნიერების ჟამს თითოეული დღე მთელი სიცოცხლეა!
* თუკი ჭაბუკი ყველამ შეიძულა,ჩანს,ის რაღაცას წარმოადგენს.
* დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე, მაგრამ ,,წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ” .
* როცა იდეა მარცხს განიცდის, საქმეში აქტიურად ერთვებიან სიტყვები.
* ჩვენ არასდროს ვტყუვდებით- ჩვენ თავადვე ვიტყუებთ საკუთარ თავს.
* არავინ არ იმყოფება ისეთ იუმედო მონობაში, როგორც ისინი, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ბოლომდე თავისუფალია.
* ნებისმიერი ადამიანი შეიძლება დავაპატიმროთ და მივუსაჯოთ უვადო თავისუფლების აღკვეთა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და ის თავის თავში იპოვის პასუხს კითხვაზე- რატომ?
* სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.
* დიდი რევოლუციის მოხდენაში ხალხი კი არ არის დამნაშავე, არამედ- მთავრობა.
* სიღატაკის დანახვა შურიანებს არ აშფოთებთ.
* შეცდომა სასარგებლოა ხოლმე, ვიდრე ახალგაზრდები ვართ, ოღონდ სიბერემდე არ უნდა ვათრიოთ ის.
* ქალი ყოველი არსის გვირგვინია.
* თუნდაც აუსრულებელი მაღალი მიზნები უფრო ძვირფასია, ვიდრე აღსრულებული მდაბალი მიზნები.
* ვინც მარტოობას დანებდება, ის მალე მარტოხელა გახდება.
* არსებობენ ცრუხელოვანნი – დილეტანტები და სპეკულიანტები. პირველნი ხელოვნებაში იღწვიან გართობისათვის, მეორენი კი – გამორჩენისათვის.
* შინაგანი სამყაროს გადმოცემა ბგერებით, ყოველგვარ სხვა საშუალებათა დახმარების გარეშე, მუსიკის უდიდესი და უძვირფასესი თვისებაა.
* ადამიანი იმას აქებს, ვისიც სწორ და ტოლად თავისი თავი მიაჩნია.
* ადამიანი, რომელიც წვრილმანებისთვის ზრუნავს, სთესს ცრუ-მედიდურობას და მკის სასოწარკვეთილებას.
* ადამიანი თავისთავს ცნობს არა გონების თვალით, არამედ გამოცდილებით, ისიც მხოლოდ მაშინ, როცა შეუდგება მოვალეობის აღსრულებას.
* ადამიანის თვისებაა ჰკიცხოს ყოველივე ის, რის უნარიც თვითონ არა აქვს.
This post has been edited by teonala on 15 Jan 2012, 14:00
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს, დამიჯერეთ, განშორება აღარ იქნებოდა ...
Verbringe deine Zeit nicht mit jemandem, der sie nicht mit dir verbringen möchte
I like being a mess. It's who I am.
ის, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს...