Monster_ფართო არჩევანი რომ უფრო პლუსია ვიდრე მინუსი,
ეს თავის დამშვიდება კი არა ფაქტია 10დან მინიმუმ 9 ადამიანისთვის.
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ბოტასები

მაგრამ ყიდვისას ერთი პრობლემა მქონდა:
დიდ დახლებზე განლაგებულ ასობით ბოტასში ერთის ამორჩევა მიჭირდა.
თუ ამოვარჩევდი, მერე ძალაუნებურად ის მომწონდა ყველაზე მეტად (რა გინდ იმაზე კარგები დახლზე დამეტოვებინა).
დროთა განმავლობაში გადავერთე მცირედახლებიან და უფრო ძვირიანი ბოტასების მაღაზიებზე.
ხარისხმა კი იმატა, მაგრამ რომ ვფიქრდები თვითმიზანი ეს კი არა, უფრო თავის დამშვიდება და არჩევანის გაადვილება იყო ))
ბავშვობაში სახალისო კირკიტი ასაკთან ერთად უკვე გეზარება ადამიანს. გამოვტ ყდები და, ზოგჯერ ახლაც მაქვს
მსგავსი მომენტი და მაღიზიანებს ხოლმე დიდი არჩევანით თვალის აჭრელება.
ამიტომ თავს ხშირად ვაძალებ, რომ უფრო ფართო არჩევანს მივადგე.
და არამარტო ბოტასებში

ასე რომ, შენ რაც თქვი, ეგ პირიქით უფრო შეიძლება იყოს ზოგჯერ.
თუ ადამიანი სამოქმედო-საინტერესო არეალს ხელოვნურად დაიპატარავებ, თავის დამშვიდებას ეს უფრო გავს
პ.ს. ამჟამად კეტასებს ვამჯობინებ.
ანუ უფრო გავირთულე საქმე ))
This post has been edited by SCO on 9 Jun 2014, 12:47