დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა...
დატყვევებული... შენი ალერსით,
ვერსად წამიხვალ... მითხრა დემონმა...
მაინც გავრბივარ... ის კი... თავს მესხმის...
დავბადებულვარ, რომ ვნახო ცრემლი...
მთელი სამყარო მიმზადებს კბენას,...
შენ კი მიდგახარ,... როგორც სანთელი...
დაცვას არ მაკლებ... არც თვითონ ღრენას...
დავბადებულვარ, რომ ვნახო ბრძოლა...
დაუნდობელი სამყაროს ხიბლი...
გადარეული... მაღალი მოლა...
სისხლიანი და მჭრელი ღიმილით...
დავბადებულვარ, რომ ვიყო ცეცხლი...
ჯერ შენ დაგწვა და... მეც დავიფერფლო...
მე მოგატყუე... არ ვარ ტკივილი...
მაინც ვეცდები, შენ გაგამრთელო...
დავბადებულვარ, რომ ვიყო გული...
მკერდში ვიფეთქო და არ გავჩერდე...
არ შევანელო ეს სიყვარული...
და უაზროდაც აღარ ავცეტდე...
დავბადებულვარ, რომ ვიყო მზერა...
შენ რომ გინდოდა... ზუსტად ისეთი...
მაგრამ უეცრად,... თუ მომკლავს ძერა...
ჯოჯოხეთისკენ, მზად მაქვს ბილეთი...
დავბადებულვარ, რომ გითხრა სიტყვა...
მიყვარხარ ძლიერ... უკიდეგანოდ...
არ გეგონოს რომ არა მაქვს კითხვა...
მაგრამ კითხვასაც... ფარავს იმედი...
ეს დავუწერე შეყვარებულს

ნუ ბევრი სხვაც იყო მარა ეს შემორჩა ჩატს

რავი ნახეთ თუ ვარგა რამედ