KA-SANDRA
ამ ცხოვრებას ვუყურებ სხვა ფერებით
ვეღარ მოვალთ,ვეღარ მოგეფერებით
შენი წასვლა ჩვენთვის დიდი ტვირთია
შენს ლექსებში საოცარი რითმია
ვეღარ იტყვის სიტყვას შენი ბაგენი
რაგვიქენი.. რო გვატირე ამდენი
რო წახვედი ერთი მაინც გეკითხა
ნეტა ადრეც შენი ლექსი მეკითხა
რო გისმენდი არ მომწონდი თავიდან
შენი სახეც ამოვიგდე თვალიდან
მერე ნელა გულში შემოიპარე
მაპატიე უკვე ბევრი ვინანე
დღეს შენ გლოვობს ჩვენი მთელი ერია
ბოროტება სიყვარულის მტერია
იბრძვის, იბრძის მაინც ვერ მოერია
შენ წახვედი ეხლა ჩემი ჯერია
შენ რო გიყვარს ალბათ მიტომ გვიყვარდი
შეს საფლავთან ამოსულა დღეს ვარდი
შვილი მოვა ისევ სანთელს დაგინთებს
პოეტურად შეგითხზავენ შენც მითებს
წახვედი და აგვატირე ყველანი
სევდა მოდის აგარ დამრჩა მელანი
ისევ ვზივარ და ჩემს რითმებს ვაბოლებ
შენს ლექს ვუსმენ და ამიტომ მაბოდებ
შენს ქალაქში ისევ ისე დადიან
“თბილი სი”ტყვით გიგონებენ წარსულში
შენს საფლავთან მეგობრები ადიან
და შენც დარჩი მოგონებად მათ სულში
არ მომკვდარხარ ცოცხლობ შენი რითმებით
ხალხი გგლოვობს ვერ დაგმოგცემ სიტყვებით
დედა ისევ გეტყვის კარგი ბიჭიხარ
ქუდს იხურავ და ზეცაში მიდიხარ
შენს ქალაქში მუხა ფოთლებს მოისხავს
თოვლის ბაბუ კვლავ საჩუქრებს მოიტანს
შენ კი მშვიდად წევხარ მაგ შენს საფლავში
მეცოდება ვინც ებმევა ხაფანგში
ქართველები ისევ საზგვრებს მიდიან
ჩვენ ქვეყანას ისევ გროშად ყიდიან
აგად შეგვრჩა დღეს ქართველებს მანუსი
არც მე მომწონს უცხო სანტაკალუსი
ბებერ მუხას ისევ მუმლი ეხვევა
მასზე ვდარდობ თვალეზე ცრემლი მერევა
რითმავ ალბათ ეხლა უკვე სამოთხეს
ჩემს ლექსიდან იქნებ ჯინნი ამოხტეს
იქ ხომ მუდამ უფლის ნათელ ფერია
შენ სიკვდილი მაინც ვერ მოგერია
ჩემს Lლექსაც კი შენი რითმა ატყვია
თბილის ქალაქს თბილი ნიკო აკლია
დამათენდა შენს ლექს ვუსმენ ისევ
ძველებურად იცევ ცოდვებს ვისევ
აღარახარ, შენზე დარდობს მტკვარი
ცოცხალი ხარ ,სულით არ ხარ მკვდარი
წამი წუთებს ეჯიბრება ბრბოლაში
მაგარი ხარ ლექსში,რითმის სროლაში
ავდგები და გავაბოლებ ყალიონს
შენს ლექს ვუსმენ ისე ვხვდები ალიონს
ბოლოს გეტყვი სანუგეშო სიტყვას
ჯერ ასეთი ლექსი მე არ მითქვამს
არ იდარდო, არ იდარდო ნიკო
ეს ცხოვრება კარი ზღაპარიყო
* * *
moli-siწელიწადის ყოველ დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს,
ოღონ ნუ მთხოვ კაცის კვლას.
წელიწადის ყოველ დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.
წელიწადის ყოველ დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.
წელიწადის ყოველ დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს,
მერე რა, რომ კოცნი სხვას.
წელიწადის ყოველ დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ გეტყვი ხოს,
შენი მაინც მუდამ მწამს
egoistka722მ ე - სავსე მაქვს გული შენი ტრფობით.
შ ე ნ - არ გესმის ჩემი გულის ძგერა.
ი ს ე - უნდა დავიტანჯო ჩუმად,
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ - და თქმა ვერ გამიბედავს...
რ ო გ ო რ ც - მხეცი ვხეტიალობ ტყეში.
გ ა ნ წ ი რ უ ლ ს - ვერ მომინახავს შვება,
ს ა წ ა მ ლ ა ვ ი - მე დავლიე შენთვის,
გ ე ს მ ი ს ? - კარგო, ჩემი გულის ძგერა!...-!
sopo_sopoooმე ისევ დავწერ შენთვის ერთ სტრიქონს,
სტრიქონს ცრემლიანს წვიმაში ნაწერს...
გული შენს სითბოს მანამ მოითხოვს,სანამ მიაღწევს სიკვდილის ნაპირს...
ნუ დამინახავ ცრემლიან თვალებს,
და ამ თვალებში შეპარულ სევდას,
მსურს რომ ცხოვრებამ ჩვენს სიყვარულზე ერთი ლამაზი ლეგენდა შექმნას.
მიყვარხარ! იცი როგორ მიყვარხარ!...
ისე რომ გული ვერ ძლებს უშენოდ...
და ჩემს უაზრო, დაღლილ ცხოვრებას შენ შეგიძლია მხოლოდ უშველო
This post has been edited by levancho_kanada on 15 May 2012, 19:16