.........მე დაგიდებ რამოდენიმეს....შენ აირჩიე რომელიც მოგეწონება.....რომელიც მას მოეწონება:
მიყვარხარ.
მაგრამ ჩუ...ჩუ........
არა თქვა,გულში დამალე,
არსად არ გამთქვა
რომ მენატრები,ჩურჩლით გეტყვი
დახუჭე თვალები დახუჭე
სინათლე ყველაფერს აფუჭბს
სიბნელე მათბობს და მაჩუმებს.
არ გინდა?
სიცოცხლეს გაჩუქებ...
თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს
ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს
გთხოვ შენი სინაზე მაჩუქე
და შენი სიზმრები მაჩუქე
და მე ამ ყველაფერის სანაცვლოდ
დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ.
........................................................................................................
მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს,
იფარავდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს.
გიკითხავდე ლექსებს,
არა ვგავდეთ დიდებს,
გიკოცნიდე დიდხანს
საფერებელ თითებს.
მთელი ღამე მშვიდი,
თბილი წვიმით წვიმდეს
და შენ ჩემი დიდი
სიყვარული გჭირდეს...
..................................................................................................
მე და შენ ყველაზე მაგარი წყვილი ვართ,
ბოლო დროს დამჩემდა ფიქრი და ანკესი,
სიყვარულს ძალიან ხმამაღლა ვყვირივარ,
სიყვარულს ვყვირივარ და შენ კი არ გესმის..
დაცურავს კალმახი და ჭალის კანაფებს,
მივყავარ სადღაც და ვეჩვევი ხეტიალს,
შენსავით ამ ქვეყნად არ ვნატრობ არაფერს,
თუმც ძაღლის ყველაზე უბედო ბედი მაქვს..
წვებიან დღეები, მოდიხარ ჩემთან და,
მწყემსივით გარეკავ ამ დარდს და კაეშანს,
მზეც ისევ გაწვება დაღლილი კლდესთან და,
თუ ლექსებ აცრილი საღამოც დაეშვა,
კვლავ მუზებს ვისტუმრებ, გრძნობების ექიმებს,
ისევ პოეზია, ღამე და ანკესი,
სიყვარულს ვდუმვარ და სიყვარულს ვყვირივარ,
ვიცოდე ნეტავი შენ ვერ თუ არ გესმის..
მიყვარხარ - ეს ისე,
მიკვდება გული და, კანაფის საშინელ სიცილით ვტირივარ,
მე თუ ვარ ფხიზელი, ძალიან ცუდი და თუ მთვრალი -
ყველაზე მაგარი წყვილი ვართ !!
..........................................................................................................................
არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხვდები ყვავილობას
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!
-პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს,
ო, ისე ლამაზად მეყვარები
კიდევაც შეშურდება მთვარეს...
არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ!
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!
-ლურჯთვალა იების სიცოცხლეს გეფიცები...
.....................................................................................................
ვის გაუგია ივლისში
თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვ მე
თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი
ყვავილს,
რომელიც თოვლის
ალერსით ყვავის...
"ედელვაისი"
............................................................................................
გავიქცეთ...
წამო... მომეცი ხელი,
აპრილს ჩავუსახლდეთ გულში,
ჩვენი სიყვარულის შემხვედვარე,
ჩუმად გაკვირდება ნუშიც.
ხელი არ გამიშვა ,შემისისხლხორცე და
ერთად გავუმკლავდეთ ტკივილს,
სანამ ერთმანეთი ასე გვიხარია,
მხრებში გამართული ვივლი.
გვირილების ველზე წვიმად მოვვარდები,
რომ შენ გამელუმპო თქეშით,
მერე ჩაგიხუტებ, თმაში გაგებნევი,
ჩიტივით შეგიფარებ მხრებში.
სანამ ერთმანეთით დილა გვიხარია,
მაგრად მომიჭირე ხელი,
ვაითუ გამეშვა და ვაითუ დამეკარგო...
თორემ უშენობა შემშლის...
....................მგონი საკმარისი იქნება!
წარმატებებს გისურვებ და გამართლებულ სიყვარულს!
********************************************************************************************* * *
ეს კი ისე იყოს......გრძნობა გულიდან გამოვახედე......

იცი რა მიკვირს?
დღესაც რატომ წვიმს?
ციდან რა მოდის?
ნეტავ რა მომდის...
იცი რა მიკვირს?
ტუჩზე წამომცდი,
წამით გამოჩნდი.
ნეტა რა მომდის?
იცი რა მიკვირს?
გული მოგტირის.
ცრემლი არ მომდის.
ნეტა რა მომდის?
იცი? კვლავ მიკვირს...
რატომ დავობლდი.
პასუხს არ ველი
აღარც მოგელი.
იცი რა მიკვირს?
ვარდის ახალ კვირტს
როცა გიგზავნი
ნეტა რა მოსდის?
იცი? მე ისევ მიკვირს
ფიქრიდან ვერ გშლი
სურვილებს ვებრძვი
ნეტავ რა მომდის?
იცი? ვიცი რომ მიცდი
ნანობ, განიცდი
თვალებს მარიდებ
უცხოდ ჩამივლი.
იცი? კვლავ დავარღვიე ფიცი
ისევ წამომცდი ფიქრში
ვერ დაგივიწყებ ვიცი,
შვილი აღმოვჩნდი მიწის.
იცი? მე არ ვყოფილვარ პრინცი
ვისთვისაც ამდენს იცდი.
ფრთებიც არა მაქვს ჩიტის
ანგელოზადაც ნუ მთვლი.
იცი? ცაში მონა ვარ უფლის
მიწაზე შენი ტუჩის
უკარების და ურჩის
პატარა კოცნის, ძუნწის.
იცი რა მიკვირს?
ეს გზა სად მიდის?
ღამე რატომ მღლის?
ნეტავ რა მომდის?
იცი რა მიკვირს?
რატომ ვერ გივლი?
მუდამ გამირბი.
უცხო გამიხდი...
იცი? არ მიკვირს
ვიცი რაც მომდის
მე შენ მიყვარხარ
და არ გამომდის.
იცი რა მინდა?
შენი გაშვება
რომ მიგანიჭო თავისუფლება
ფრთხილად იყავი არსად გაება.
იცი? ვიცი რომ იცი
ვიცი რომ მიხვდი
თუმცა არ ვიცი არც მოგელოდი,
შემეშინდა და ხელი გაგიშვი.
იცი რას მივხვდი?
მსურს გავაგრძელო ცხოვრება ფიცით,
გადავიტანო ეს მწარე ფიქრი,
თუმცა მე მაინც მიკვირს.
იცი? მეც კი არ ვიცი რა მჭირს
ხან მენატრები, ხან კი...
ხანაც დავეძებ აჩრდილს.
ყველა ქალში რომ არის.
იცი? მე კვლავაც მიკვირს
დაჯერებაც კი მიჭირს.
ალბად დაიწყებ სიცილს,
და როლს მოირგებ ბრიყვის.
იცი? სულ ვერ თამაშობ ნიღბით,
შენი თვალები გყიდის.
წადი, ალბათ ვიღაც გიცდის,
ის დაგავიწყებს ტკივილს...
..........................................................................................................
...........................................................................................................
ჩუმი, სევდიანი დღეებია,
ცივი, ქარიანი ამინდები.
ჩემს წინ გაძარცვული ხეებია,
ალბათ მარტოობით გავგიჟდები.
აღარ გათავდება შემოდგომა,
ვეღარ შემაშფოთებს გაზაფხული,
მე კი უშენობით გავგიჟდები,
ვიცი არ მოხვალ და...
არც მჭირდები!!!
This post has been edited by KA-SANDRA on 29 May 2012, 18:24