
ჟრუანტელმა დამიარა... ძაააააალიან კარგი იყო , მადლობა
* * *
**********
სიზმარშიც ასეთი ოხერი ხარ-
-ამპარტავანი და კუშტი...
პირველი არასდროს მომხვევიხარ-
-ცერად მიცქერი და უცდი-
-როდის შემოვიხსნი მორცხვობის მანდილს
და როდის გაგიშიშვლებ ვნებას,
ხელში შეგაჩეჩებ დაფარულ წადილს და
გეტყვი, რომ სამყარო კვდება!
სიზმარიც ჩემსავით თავხედი ქალია,
მასაც უყვარხარ და ჯიბრზე
შემიკრავს წამების ვარდისფერ გალიას,
საკენკსაც დამიყრის, ვიდრე
ფანჯრებთან მყვირალი მემაწვნე ამაცლის
შენთან ჩახუტების “შანსებს”...
სიზმარშიც ასეთი ოხერი ხარ!
სიზმარშიც ცხადივით მაბნევ...
* * *
*************************
დარდი ვერ გამიქრო განშორებამ
მე მხოლოდ ისევ შენ მელანდები
ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ
ვიცი და მაინც მენატრები
გრძნობა მომეძალა შენი ნახვის
გული მოლოდინით ამიტირდა
კიდევ გავიძლებდი სიმარტოვეს
მაგრამ უშენობა გამიჭირდა
ისევ ძველებურად მენატრები
აღარც სიყვარული მიძველდება
ვიცი არასოდეს დაბრუნდები
მაგრამ დაჯერება მიძნელდება
* * *
*** (ზვიად კეჭაყმაძე -თუ სწორად მახსოვს მისი გვარი :| )
როცა გაკოცე... ცოტა გაფითრდი...
ცრემლები უპეებს მოსწყდა და მძივივით დაგეკიდა ლოყაზე...
მეც ვტიროდი...
როცა შეგეხე... ისეთი თბილი იყავი და ისეთი საყვარელი, რომ ისევ
კოცნა მომინდა და...
ისევ გაკოცე....
ტუჩები გაგციებოდა... გაყინულიყო... გაქვავებულიყო...
თვალებში ჩაგხედე და... შენი თვალები ვერ ვიცანი... არადა შენი
თვალები ხომ ასე მეტყველი იყო ყოველთვის...
შენს გვერდით ჩამოვჯექი... ისე, რომ შენთვის პროფილში მეცქირა...
შენი ყურები ყოველთვის აღმაგზნებდა ხოლმე...
ეხლაც შენს ყურს შევეხე თითებით...
თავი ჩემსკენ გადმოხარე... ოდნავ შემოატრიალე... და ისევ აქვითინდი...
შენი ხელი, ხელში მეჭირა და ვცდილობდი გამეგო რა ხდებოდა...
ტუჩები ყურთან მოგიტანე და ჩუმად, ისე, რომ არავის გაეგო, გკითხე...
- ძვირფასო რატომ ტირი???
ერთხანს ასე მიყურე... ჩვენი თვალები ერთმანეთს უბრად უცქერდნენ...
მერე თავი დახარე და კვლავ უხმოდ აქვითინდი...
ვხედავდი, როგორ გტოვებდი... სადღაც უსასრულობაში გაჩერებულს, შენი
ქვითინიღა ჩამესმოდა... შენ ძლივსღა გხედავდი... შენს ირგვლივ უამრავი ადამიანი
ირეოდა... მე კი გტოვებდი... უნდა დამეტოვებინე... უნდა წავსულიყავი, რომ გამეგო
შენი მოწყენილობის მიზეზი... და წავედი...
ქუჩაში რომ გამოვედი... უეცარმა ქარმა უცებ შემაბარბაცა... ეზო ძლივს
ვიცანი... გადასხვაფერებულიყო...
და წავედი...
მივდიოდი ქუჩაში და ორივე მხრიდან რატომღაც ყველა მე მიცქერდა...
ყველას საბრალო და შიშით აღსავსე თვალები ჰქონდა...
მე მივდიოდი...
ასეთ განწყობაზე არასდროს არ ვყოფილვარ... ასეთი მოშვებული... ასეთი
ჰაეროვანი...
არაფერი არ მადარდებდა... მხოლოდ მივდიოდი... მივარღვევდი ჰაერს და
მივდიოდი...
სახლებიც მეგებებოდნენ თითქოს... ხეები შრიალებდნენ... ქარი ქროდა,
სუსტად... მაგრამ სასიამოვნოდ...
მეც ქარივით ვიყავი...
მინდოდა გავქცეულიყავი... მენავარდა... მაგრამ...
მე მივდიოდი...
მანქანებს ვხედავდი... ამდენი მანქანა ერთად არასდროს მინახავს...
ყველა მე მოყვებოდა...
ჩემს უკან ჩემი ცხოვრება იდგა... მე კი ამ ცხოვრებისგან გავრბოდი...
შენ დაგინახე... უამრავ ხალხში, შენ დაგინახე... ტიროდი... და
შემეშინდა... ისე შემეშინდა, რომ გავიქეცი...
გავრბოდი უკან მოუხედავად... არ ვიცოდი სად, მაგრამ გავრბოდი...
ერთხანს ასე ვირბინე... მერე დაღლილმა... შევჩერდი... და უკან
მოვიხედე...
ჯერ მიტინგი მეგონა... მთელი ქუჩა გადაეკეტათ და შუა ქუჩაში
მოდიოდნენ...
ცოტა მომეშვა...
მერე წინ მომავალი მანქანა დავლანდე...
მანქანის საქარე მინიდან... ჩემი სურათი მიცინოდა...
* * *
წერილი მამას
(მირანდა გოდერძიშვილი)
მა,სად ხარ?_
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)
თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .
შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო
და აღარ დაგშორდე არასდროს...
წვიმებმა წალეკეს ირგვლივ არე-მარე
მე კი დარდისაგან ცრემლიც კი გამიშრა,
მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე_
აღარსად გამიშვა!!!