ტიპური ქართული "უკიდურესობებიზმი":
ან ვუნდივარ ან არა.
ან მაძლევს ან არა.
ან ქალიშვილობას ქადაგებს ან არაქალიშვილობას.
ან უნდა ვუყვარდე ან უნდა ვძულდე.
ან კაი ტიპი ვარ ან ცუდი ტიპი.
ან მწვადს ვწვავ ან შამფურს...
დროა გავიგოთ რომ მზა რეცეპტების და პრიმიტული სიტუაციების გარდა არსებობს შემთხვევები,
რომლებიც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება... და რაც უფრო ვიმტვრევთ თავს ამ ულოგიკობაზე, მით უფრო ვშორდებით რეალობას.
ზოგჯერ გატყუებენ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვანაირად ვერ წარმოუდგენია და ტყუილით ცხოვრობს ტიპი.
ცხვორობენ ქაოსურად და თავიანთ ირგვლივ სულ ასეთ გაურკვევლობებში და კონტრასტებში არიან
მხოლოდ იმიტომ, რომ დალაგებულად და არაკონტრასტულად არც არასდროს უცხოვრიათ.
ზოგჯერ მიყვებიან მოდას და აზროვნებენ მოდურად მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი აზრი არც არასდროს ქონიათ,
ან პირიქით _ ექცევიან არარსებული ფასეულობების და მენტალიტეტის გავლენის ქვეშ ისევ და ისევ იმიტომ, რომ საკუთარი აზრი არასდროს გააჩნდათ...
ამ შემთხვევაში კი ტიპმა უბრალოდ არ იცის როგორ შეკრას ურთიერთობაში ჩარღვეული ჯაჭვი ქალთან,
იმიტომ რომ გაფუჭებულის აღდგენაზე არც არასდროს უფიქრია და უწვალია.
ეგაა და ეგ
ეს ის შემთხვევაა, როცა შეიძლება ისევ ქალმა "ივაჟკაცოს", მაგრამ რაღაც ეტაპის მერე ისევ იჩენს თავს ეს დაშორიშორება.
მოკლედ, არაა ეგ ის ტიპი, ვინც მაგ გოგოს ჭირდება და ზედმეტი ლაბირინთების და თავსატეხების გარეშე
უნდა ადგეს და გულს უბრძანოს

პ.ს. ერთი ინგლისელი გენერალი იყო (გვარი არ მახსოვს) და
ძლიერი შთაგონებით შეეძლო საკუთარი გულისცემა რამდენიმე წამით შეეჩერებინა.
მაშ...