რა-რა და... სიძუნწე ნამდვილად არ დაბრალდება ქართველ კაცს.
ქართველზე ხელგაშლილი და მფლანგველი მეორე გეგულებათ სადმე?

მითუმეტეს ქალისთვის საჩუქრის გაკეთების ამბავში...
ბავშვობიდან მეც ასე ვიყავი და რასაც ვუყურებდი ჩემს გარემოცვაში ბიჭების უმეტესობაც ასე იყო,
რომ ნამდვილად არავის ენანებოდა საყვარელი გოგოსთვის გადადებული ფული.
იმ ბნელ 90იანებშიც კი, როცა სკოლის ასაკში ბუფეტის ბულკის ფულიდან თვიდან თვემდე გამოზოგილი გროშებით
რაღაც უმნიშვნელო, მაგრამ მართლა გასახარ და დასამახსოვრებელ საჩუქრებს ვყიდულობდით ბიჭები გოგონებს.
იქნებოდა ეს მოდაში ახალი შემოსული ფუმფულა სათამაშო თუ რამე სუვენირი. ყველა გოგოს უხაროდა.
მაღალ ასაკშიც, რავი, რასაც ვუყურებ, ბიჭების უმეტესობა იმის ცდაშია რომ გოგოს რამე "უპადარკოს" : )
სიყვარულის დღეებზე და 8 მარტებზე აღარც მაქვს საუბარი.
ნუ კარგით ახლა, ძევაჩკი

მთავარია კარგი დაინახოთ ხოლმე, თორე ცუდი დაუნახავადაც გამოჩნდება