THE WITCH ცოლიანი იქნება თუ უცოლო რა მნიშვნელობა აქვს? ისე ერთი პრობლემა გვაქვს ქართველებს შეიძლება სხვა ერშიც არის არვიცი, ქალები რატომღაც სულ გათხოვებაზე არიან ორიენტირებულნი,ისე ცუდი არაა

წარმოიდგინე მოგწონს, შეიძლება მასაც, გადაიზარდა რაღაც ურთიერთობაში განვითარდა და დამთავრდა. რათქმაუნდა შეიძლება ისეც მოხდეს,ხშირ შემთხვევაში რომ კაცმა ცოლი მიატოვოს და მას გაყვეს, მაგრამ ეს ჩემი აზრით ახსნადი და გასაგებია. 1. თუ ასე მოხდება ესეიგი შენ შეამსე მის სულში არსებული სიცარიელე რომელიც წარმოქმნილი იყო წლების განმავლობაში და ცოლი ან ვერ ხვდებოდა ან სულაც თავს არ იწუხებდა მის შესავსებად. 2. "საყვარელს" იმ შემთხვევაში ამჯობიებენ, თუ საყვარელი არსბითად აღემატება ცოლს, როგორც ფიზიკურად ისე ფსიქიკურად და კაცი მეტ ჰარმონიის დამყარებას შეძლებს მასთან. 3. შეიძლება ზემოთ ნახსენები არცერთი მომენტი არ გვქონდეს, მაგრამ მაინც დაშორდეს ცოლქმარი, რატო? იმიტომ რომ კაცი ზედმეტად სუსტია ვერ ხვდება რა უნდა, არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული ღირებულებითი სისტემა, ნება. ასეთი პიროვნება არა ერთხელ არამედ რამდენჯერმეა ქორწინებაში, ჩემი აზრით ასეთ პიროვნება ფსიქო სექსუალური პრობლემებით ხასიათდება.4. არიან კაცები რომელსაც უბრალოდ ახალი სიყვარული იზიდავს ახალი ქალი იზიდავს, მაგრამ მტკიცე აქვს საკუთარი ღირებულებითი სისტემა, შეიძლება უყვარდეს ცოლი მაგრამ ასევე აღმერთებდეს საყვარელსაც ყოველგვარი ფარისევლობის გარეშე.
ჩემი აზრით, ფლირტი ან მის შემდეგ განვითარებული მოვლენები

3 დან 6 თვეზე მეტ ხანს არ უნდა გააგრძელოს არც კაცმა და არც ქალმა თუ აუტკივარი თავის ატკივება არ უნდა. აბა საყვარლები რომ არიან ხოლმე წლობით მაგას ჯობია ისევ ცოლად მოიყვანო, ან მეორე ცოლად მაინც

ისე ეს მუსლიმები რა ჭკვიანები არიან ამ მხრივ