ზოგადად ჯობს თავი აარიდო ესეთ ურთიერთობას, ვინაიდან საკმაო ნერვების მოშლად დაუჯდება ეს ორივე მხარეს. რამდენიც არ უნდა ვთქვათ - საზოგადოების აზრს, ახლობლების აზრს, მენტალიტეტს, ოჯახთან და ახლობლებთნ დაპირისპირებას მეტნაკლებად ყველა არიდებს თავს, რაც რეალურად ურთიერთობაზეც მოქმედებს, განწყობაზეც და ხასიათზეც, თუმცა არის გარკვეული ხიბლი და ინტრიგა ესეთ ურთიერთობაში. თუმცა ჯობს დროულად დაასრულო, რათქმა უნდა თუ შეძლებ
ძნელია ფარული შეხვედრები, გინდა სადღაც წახვიდე და ვიღაცას გააცნო, უბრალოდ გაისეირნო, მაგრამ თავს არიდებ იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ გნახოს, შენ კიდევ ჯერ კიდევ მზად არ ხარ იმისთის რომ ამ სიტუაციას პირისპირ შეხვდე და გაუმკლავდე. უბრალოდ ის წარმოიდგინე, რომ იცი ის სახლშია, შენ კიდევ ძალიან გინდა მასთნ დაკავშირება, მაგრამ ვერ უკავშირდები იმიტომ რომ ის მეუღლესთნ ერთადაა, შენ კიდევ სიტუაციის გართულებას არიდებ თავს. მემგონი რთულია ესე ცხოვრება

ზოგადად როცა ესეთ ურთიერთობას იწყებ თავიდან საკუთარ თავთანაც არ ხარ გულახდილი და არ აღიარებ, რომ რაღაც ხდება, თუმცა იცი რომ მოგწონს. შემდეგ იწყება გარშემომყოფთა ჭორაობა, მზერის დაფიქსირება და შემდეგ აღიარებაც გიწევს, სხვასთან თუ არა საკუთარ თავთან მაინც.
ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა ქალია ეს თუ კაცი საკმაოდ უჭირს ოჯახის დათმობა, ამიტომ სანამ შეგიყვარდება ჯობს კარგად დაფიქრდე ღირს კი ესეთი ურთიერთობა?
თუმცა მიუხედავად ზემოთ ხსენებული სიტუაციებისა ყველა ურთიერთობა არის ინდივიდუალური და ყველამ თვითონ უკეთ იცის რა არის უმჯობესი მისთვის. მიუხედავად იმისა რომ შენ შეიძლება დაანგრიო სხვისი ოჯახი, რაც საკმაოდ ცუდია, მაინც არსებობს სიტუაციები როცა ეს დასშვებია. მართალია ბევრი გაგაკრიტიკებს, მაგრამ მაინც.