egoistka722საკუთარი გამოცდილებით არ დამიწერია ის ფრაზა

მაგრამ ხშირად ხდება ასეც: გაიცანი ადამიანი, მეგობრობ და მერე რა დანაშაული არაა ცოლიანთან უბრალოდ მეგობრობა, გადის დრო, ეცნობი უკეთესად, ეწყობით იუმორშიც, აზროვნებაშიც და ნელ ნელა გრძნობ როგორ გახდა შენთვის საჭირო, ჰაერივით დამოკიდებული ხარ მის არსებობაზე, ნელ ნელა ხვდები რომ მეგობრობას სცდება ეს ყველაფერი და ერთ დღესაც უკვე დარწმუნებით იცი რომ ის ისაა ვისაც ელოდი, ვისაც ასე ეძებდი...
ისეთი შენია... ისეთი მშობლიურია... თითქოს მთელი შენი არსებობის მანძილზე ის შენს გვერდით იყო, მისით იღვიზებდი და იძინებდი....
მერე მოდის სინდისის მომენტი... ის რომ სხვა ქალს ქმარს ართმევ... თუნდაც ერთი ან ნახევარი საათით! სხვისი ქმრის გონებას იკავებ... მის ფიქრში სახლდები და ფაქტიურად ღალატში ხელს უწყობ!
ღალატი კი თავში იბადება და იქვე იზრდება! ნუ სად ბოლოვდება ვიცით!
მერე გადის დრო და ეგოიზმი იწევს წინა პლანზე! მერე უკვე მის ცოლზე კი არა საკუთარ თავზე ფიქრობ! იმაზე რომ შენი ჰაერი ახლა ,,სხვასთან" წევს, ან თუნდაც მის გვერდით ტელევიზორს უყურებს! ის სხვა უვლის სამსახურიდან დაბრუნებულს, შენ კი ამის საშვალება არ გაქვს დაღლილი გულზე მიიხუტო და ათას სისულელეზე ატლიკინო რომ უბრალოდ განიტვირთოს, დაისვენოს.... და გგონია რომ ამ ყველაფერს შენ უფრო კარგად შეძლებ ვიდრე ის ,,სხვა" (ცოლი), ბრაზობ, საკუთარ თავზე, შენს მამაკაცზე... სულ გვერდით გჭირდება და იმიტომ... როცა ის ცოლთანაა თამაშგარე მდგომარეობაში ხარ და არაფერი დაგრჩენია, უბრალოდ უნდა ელოდო... ბედნიერი ხარ აბაზანიდან ჩუმად მოწერილი სმს-ით, იმით რომ სახლშიც კი, სხვის გვერდითაც კი ახსოვხარ, ეფიქრები, ენატრები, მაგრამ ისევ სინდისი გტანჯავს რომ ისევ მოპარე სხვას ქმარი....
ერთი ვიცი... ორი კატეგორიაა ქალების, რომელსაც შეუძლია ბოლომდე იბრძოლოს და ქმარი ოჯახიდან გამოგლიჯოს ცოლს... გააბედნიეროს ის კაცი... იყოს წინაზე უკეთესი...
მეორე კატეგორიაა, პოზიციები დათმოს, უიმედობის გამო, იმიტომ რომ სუსტია და ეშინია უფრო გაღრმავებულ ურთიერთობაში მარტო არ დარჩეს... და მოდის... ამტავრებს ყველაფერს და ჩუმად მარტო იტანჯება, უკვე სინდისისგან კი არა! მარტოობისგან და დანაკარგისგან იტანჯება...
და ვერ ვიტყვი რომელი კატეგორიის ჯობია იყოს ქალი....
კაცს რაც შეეხება... ეს სხვა მომენტია კიდევ, ჩემი აზრი მაქვს კაცთან დაკავშირებით რა ვიცი!