10-იანში გაარტყი....

მერე ვინ რჩება "დაზარალებული" აი ესეთი სიტუაციაა დაახლოებით:
1. მოეწონე ბიჭს
2. ხშირად გაქვთ ურთიერთობა
3. გაიხსენი და ნებისმიერ თემაზე გაქვს შენი აზრი
4. ფიქორბს რომ მარტივი ხარ და ადვილად შეგაბამს ... და ის "მოწონება" ქრება სადღაც ეხლა უკვე მიზანია დასახული სათაურით: "ცოტა ხანს გავერთობი"
5. იწყებს ჩალიჩს, ავლენს ისეთ თვისებებს რაც მანამდე არ გამოუვლენია.... (ის რასაც მე ვერ ვიტან ბიჭში, გოგოს ხასიათს რომ მისი თავისუფალი ლაპარაკით "გებულობენ")
6. ვაიგნორებ.... და ვხდები აგრესიული იმიტომ რომ ვგრძნობ მხოლოდ "სექსი" უტრიალებს თავში, იმიტომ რომ ნაადრევი დასკვნები გამოიტანა სანამ კარგად გამიცნობდა (კარგად გაცნობას მოგეხსენებათ დრო ჭირდება)
7. ის აგრძელებს თავისას და ტვინს ბურღავს, მე უკვე ნერვები მეშლება (ვინც ნერვებს მიშლის ავტომატურად ვიკიდებ,ქრება მოწონებაც)
8. ვწყვეტ ყველანაირ ურთიერთობას
ეხლა მითხარი აქ ვინაა "დამნაშავე"