ადამიანი ცნობისმოყვარეა. ზოგი მეტად, ზოგიც ნაკლებად. ყოველთვის გამოჩნდება ის ვინც შენს ინტერესს გამოიწვევს ხო? აი არ არსებობს რომ ვიღაცამ არ მიგიზიდოს ვიზუალურად. ეს კიდევ არაფერია, მერე რა, ზოგი ლიამაზია ზოგიც არა. ზოგის მსჯელობა იქნება შენთვის საინტერესო, მოგინდება უფრო ახლო კონტაქტი და შეიძლება მოგეწონოს კიდეც. აი ეს გაცნობა არგაცნობა უკვე სხვა საკითხია. როგორ ფიქრობ 30 წლის კაცი იმდენად სულელია, იფიქროს რომ ვსო, მეტი არავინ აღარ იქნება მისთვის საინტერესო და არც არავინ არ დააინტერესებს?

საინტერესო ადამიანებს რა დალევს ამქვეყნად, და ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი ხალხი კაცო. თავის თავს არ უნდა მისცეს უფლება არც ქალმა არც კაცმა რომ ვიღაცაზე იფიქროს და აღიქვას საინტერესო ადამიანად. ხანდახან იმიტომაც ინტერესდებიან სხვებით რომ ერთმანეთი აღარ აინტერესებთ, მართალია, მაგრამ ხანდახან უბრალოდ წუწკია ადამიანი და მორჩა, მას ვერც 30 წელი ვერ უშველის და ვერც 40. არ გინახია შენ 40 ან 50 წლის ცოლგაცილებული კაცი? მატერიალური პრობლემა 40 წლის კაცსაც შეიძლება ქონდეს და 15 წლის ბიჭსაც.
კი ისიც მართალია რომ 35 წლის კაცთან შედარებით 20 წლის ბიჭი შეიძლება რადიკალურად შეცვლილი იყოს 30 წლის ასაკში, მაგრამ როცა ერთად ხართ, ერთმანეთთან გაქვთ ურთიერთობა 10 წლის განმავლობაში, არა მგონია რომ 10 წლის მერე ერთი ალთას ფიქრობდეს მეორე ბალთას. მთავარია როგორ წარიმართება ურთიერთობა. თუ ცოლი 24 ფბზე ზის და ქმარი 24 საათი დომინოზე ანძრევს, სულ სხვადასხვა მხარეს წავა მათი აზროვნება და რაც უფრო დამოუკიდებლები იქნებიან ერთმანეთისგან, მით უფრო მალე გაჩნდება მათ შორის უფსკრული.
ჰო, 20 წლის ბიჭს სხვა გატაცებები აქ და არ უნდა სახლში იჯდეს, 20 წლის გოგოსაც უნდა სეირნობა და ტრაკის გაქნევა...
მოკლედ ერთმანეთი უნდა უყვარდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. ერთად იქნებიან, ერთად იფიქრებენ, ერთად იკამათებენ, ერთად გააკეთებენ დასკვნებს, ერთი თვალით დაუწყებენ ცხოვრებას ყურებას და გაუგებრობებიც აღარ იქნება.

ნუ ამას მანამდე თუ იზამენ ვიდრე დაქორწინდებიან, კარგია, მაგრამ არც მერე არაა გვიან.
ესეიგი აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა რომ მთავარია ის გყავდეს გვერდით ვინც გეყვარება და არა ის ვინც გაინტერესებდა.

ცნობისმოყვარეობა ადვილად კმაყოფილდება.

სხვა დანარჩენი კი უფრო ხანგრძლივი, ტკბილი და თბილია.