
მოკლედ სრული იგნორი იქნება ჩემი მხირდან.
მადლობა რჩევებისთვის მემგონი ამომწურავად მივიღე პასუხი და გამოსავალი.
თემა იხურება.
* * *
PM მომივიდა რომ მომეყოლა მერე რა მოხდა და აჰა გაგრძელება
მოკლედ როგორც ამ თემაში მირჩიეს ჩემს ექსმა კიდევ რომ დამირეკა ვუთხარი არ მაინტერესებს ეს ამბავი და ძალიან გთხოვ ნუ გამრევთქო.
ნუ კაიო, მერე მკითხა ჩოგბურთზე არ მოდიხარ ხოო, და ვუთხარი არა მეგობარმა(საერთო ნაცნობმა) დამპატიჟა ამა და ამ წვეულებაზე და იქ მივდივართქო. კარგი რა მაგ წვეულებაზე რა გინდა მაგარი უაზრობა იქნებაო. ნუ ეგ ჩემი საქმეათქო...და კაი როგორც გინდაო.
(რეაქცია მომეჩვენა ცოტა უცნაურად მაგრამ მაშინ ყურადღება არ მივაქციე )
მოკლედ მივედი ამ წვეულებაზე და ჩვეულ რეჟიმში flirting mode ზე ვარ ჩართული
და უცებ ვხედავ ჩემი ექსის დაქალს ხოდააა... უი შენც აქ ხარო, გაუკვირდა. შენი ექსიც წუთი წუთზე აქ იქნებაო.
ჩოგბურთი ვითამაშეთ ერთადო(ჩემი ექსის crush თან) ხოდა ზუსტად რამოდენიმე წუთში ჩემი ექსი შემოდის იმ ბიჭთან ერთად.

ეტყობა ჩემმა ექსმა დაპატიჟა.
აი ზუსტად ამაზე ვლაპარაკობდი რომ სადაც არ უნდა წავიდე მაინც ხშირად მომიწევს შეხვედრათქო.
მოკლედ მივესალმე ორივეს და ისევ ახალგაცნობილ ბავარიელ გოგოსთან გავაგრძელე ბილიარდის თამაში.
მაგრამ ვინ გაცადა იგნორი, ეს ბიჭი(ჩემს ექსს რომ მოსწონს), ჩემთან მოდის და თვითონ მელაპრაკება, ნუ მეც ველაპარაკება, ჩემი ექსი კიდე შორიდან დაბოღმილი გვიყურებს

ამას ამჩნევს ეს ბიჭი და სიცილით მეუბენება შენს ექსს გახედეო და ბოლოს აყოლებს რატომ არიან ეს ქალები ასეთი რთულები, რატომ არ შეუძლია უბრალოდ მოეშვას და როგორც მეგობრები ისე გავერთოთო.
ნუ აქ ვეღარ მოვითმინე
და ამ ბიჭს ვკითხე იმ ტიპის შესახებ, რომელმაც ჩემს ექსს უთხრა რომ თითქოს ამ ბიჭს მე არ მოვწონვარ და ჩემი ექსი მოწონს მაგრამ თურმე მე ვარ პრობლემა.
ხოდა ამის თქმა იყო და პირი დააღო ტიპმა, საერთოდ არ მილაპარაკიაო იმ ტიპთანო მაგ თემაზეო.
მოკლედ 100 % ით დარწმუნებული ვარ რომ ის ტიპი ინტრგებს ხლართავდა იმიტომ რომ ჩემზე გულში ბორმა ქონდა ჩადებული.
მოკლედ ამაზე ვიცინეთ და დავიკიდეთ.
მერე მე ხომ უნამუსო ვარ და გადავწყვიტე იმ ბიჭზე შური საბოლოოდ მეძია და მის შეყვარებულს(ეს ის გოგოა ზემოთ რომ ვახსენე რომ შემხვდა ჩემი ექსის დაქალი) დავეჩალიჩე და ბოლოს მის მისი უკანალის სიმკვრივეს ვამოწმებდი

ბოლოს მერე ვკითხე კი მაგრამ შენი შეყვარებული სად არისთქო და მითხრა დავშორდიო. მერე ნომერი გამოვართვი მაგრამ არ დავურეკავ ექსის დაქალია მაინც მაგის თავი არ მაქვს.
მერე ეს წეულება მოგვბეზრდა და მე და ჩემი ექსის შეყვარებულმა გადავწყვიტეთ ღამის კლუბში წასვლა, ნუ რათქმაუნდა ჩემი ექსი და მისი დაქალიც წამოვიდნენ.
ხოდა იქ გაირკვა ყველაფერი, გავიყავით და მე ჩემი ექსის დაქალთან განმარტოვდი და ჩემი ექსი იმ ბიჭთან.
ასე ნახევარი საათი ილაპარკეს და ისევ რომ დავუბრინდით ერთმანეთს ჩემს ექსს აშკარად სახე ქონდა წაშლილი, მერე დათვრა და გიჟივით იქცეოდა, მაგარი შემეცოდა : (
მერე წამოვედით და ამ ბიჭმა ხვალ ჩემთან მოდი ჩოგბურთი ვითამაშოთ და დავლიოთო ისევ მითხრა, თან ჩემი ექსის თანდასწრებით და ამაზე ჩემი ექსი კიდევ უფრო გავრაზდა(სახე ეტყობოდა).
მერე ეს ბიჭი სახლში წავიდა და მე ჩემი ექსი და მისი დაქალი დავრჩით მარტო.
ჩემ ექსს აშკარად ჩემი მოკვლა უნდოდა, არადა მე რაშუაში ვარ
ხოდა ვუთხარი გამოდი გვერზე რაღაც უნდა გითხრათქო და ვუთხარი რომ დაწნარებულიყო იმიტომ რომ ჩემი ბრალი იქ არაფერი იყო,
არა განა არ იცის რომ ჩემი ბრალი არაფერი იყო, უბრალოდ სიტუაციაზე იყო გაბრაზებული.
ხოდა ვუთხარი ვსიო შემდეგ კვირას სხვაგან გადავდივარ საცხოვრებლად 3 თვითქო და კარგად იყავითქო.
გადავეხვიეთ ერთმენთს და წარმატება ვუსურვეთ ცხოვრებაში. ნუ ზაფხულში სავარაუდოდ ისევ ვნახავ მაგრამ მაინც.
ხოდა ასე დილის 5 საათი იქნებოდა რომ სახლებში წავედით ხოდა დღეს გამეღვიძა და ტელეფონზე მესიჯი იყო შემოსული დილის 9 საათზე.
(ჩემი სახელი) იმედია კარგად ხარ.
და მე ვიცი რომ შენ ძალიან მაგარი ხარ!!!
მე პირადად ვერც აზრი გამოვიტანე და ვერც ქვეაზრი
პასუხი არარ გამიცია
* * *
პ.ს. ჯადაბა რა ტყუილად ვწერე არ ამოიწია თემა