რამოდენიმეს დავწერ ესეიგი სითბო,ყურადღება იცი როგორი ყურადღება მჭირდება ? მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ვიყო და ნებისმიერი საქმის გადადება რომ შეეძლოს იმისთვის რომ ჩემთან იყოს

არ განიხილება კომენტარები : აუ ძმაკაცს დავპირდი,რომ ფეხბურთს ერთად ვითამაშებდით . . . ასევე ,ლუდის დალევა არ უნდა ერჩივნოს ჩემთან ყოფნას და ფეხბურთის ყურება კიდევ

არც სამსახურში ბევრი საქმე მაქვს არის ჩემთვის მიზეზი როცა იმ სამსახურიდან დიდი სიამოვნებით მიდის ძმაკაცეთან ერთად ლუდის დასალევად და იმ იდიოტური ფეხბურთის საყურებლად : ) . . .
თავისი საქციელებით უნდა მარწმუნებდეს,რომ კაცია და შემიძლია მასთან თავი დაცულად ვიგრძნო ნებისმიერ სიტუაციაში. . .საკუთარ საქციელებზე პასუხისმგებლობის აღება უნდა შეეძლოს. . .ასევე უნდა დამარწმუნოს ,რომ სანდოა. . . ასევე თბილი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ჩემი ოჯახის მიმართ და პატივს უნდა სცემდეს მათ . . .და პატივს უნდა სცემდეს ჩემს საქმიანობას და ზერელე დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ იმის გამო რომ ქალი (გოგო) ვარ

და სერიოზულად მხოლოდ ის არ უნდა მიაჩნდეს რასაც თავად აკეთებს ))
ჩემთან ფლირტის განწყობა სულ უნდა ჰქონდეს ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე

უნდა მაიძულოს თავისი დამოკიდებულებით რომ არ მოვეშვა,უფრო სწორედ სტიმული უნდა მომცეს რომ მხოლოდ მისთვის ვიყო სულ ფორმაში და ისიც თავს უნდა უვლიდეს

უნდა გიჟდებოდეს ჩვენს შვილებზე და ძალიან საყვარელი მამიკო უნდა იყოს

მზრუნველი უნდა იყოს და ოჯახი მისთვის პირველ ადგილზე ))
ეს უცებ რაც გამახსენდა ის დავწერე,ანუ რაც მაწუხებს ხოლმე მამაკაცებთან ურთიერთობის დროს და რა პრობლემებსაც ვაწყდები ხოლმე ძირითადად ის დავწერე ))
თუ ასეთი კაცი შემხვდება ოდესმე. . . გავთხოვდები
...