#31752045 · 20 Jun 2012, 11:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
TiaTia
| QUOTE | | 1 ამერიკელ ქალს იცნობს დედაჩემი... 3 შვილი გააჩინა და რა უთხრა იცი ქმარს? 3 შვილი გაგიჩინე და ეხლა ხელის გულზე უნდა მატაროოო და ატარებს კიდეც... |
მერე?  | QUOTE | | აბა ცოლი რად გინდა მითხარი თუკი არ გეყვარება და არ მოუვლი და არ იზრუნებ იმისთვის რომ ბედნიერი იყოს... ისიც ანალოგიურს გააკეთებს ვალში არ დაგრჩება თუ დაუნახავი არაა |
რა თქმა უნდა! მერე მე საპირისპიროს ვამბობ რამეს? მეც მაგას ვამბობ რომ ერთმანეთი უნდა გიყვარდეთ მეთქი, სიყვარულის სიყვარულის წილ და მოფერება მოფერების წილ. კაბა მშობიარობის წილ კი არა  . საკუთარი მეუღლისა და შვილის დედის სიყვარულსა და დაფასებაზე წმინდა და თბილი საქციელი რა არი? მაგრამ ეს არაა ვალდებულება. მაგას ვამბობ მე მხოლოდ! როგორც კი მოთხოვნის (და არა თხოვნის) ტონზე გადავა ცოლ-ქმრის ურთიერთობა, მაშინვე კავშირის საძირკველს წყალი ჩაუდგება, რომელიც ნელა მაგრამ სტაბილურად მოარყევს მთელ ურთიერთობას. ეს ძაან მარტივი რამაა, არ შეიძლება ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში ერთმანეთის დაყვედრება, ვალდებულებებზე ლაპარაკი, გაწეული შრომის ჯაფისა და ატანილი ტკივილის თუ დახარჯული ფულის თვლა! | QUOTE | | მოდი მაშინ დამიკონკრეტე, როცა ოჯახი იქმნება ცოლის ვალდებულებები ჩამომიწერე და მერე ქმრის |
 მთელი პოსტები მაგას ვამბობ რომ წინასწარ განსაზღვრული, სტანდარტული ვალდებულებები არ არსებობს თქო! ოჯახის შემქმნელი ორივე წევრი არის სრულ-უფლებიანი და თანასწორი და ურთიერთ-მოვალეობები ისე უნდა გადაინაწილონ როგორც ოჯახისთვისაა უკეთესი. და ამ ურთიერთ-მოვალეობების გადანაწილებაში ცოლს ნამდვილად არ ეთქმის - "მე ბავშვს ვაჩენ, ეს რთული და მტკივნეულია, ამის დასაკომპენსირებლად შენგან მოვითხოვ X, Y და Z-ს". | QUOTE | | ასე უფრო მარტივად დავინახავთ თუ რაზე ვკამათობთ იმიტომ რომ აშკარად პირველად რაზეც შეგეპასუხე იმასვე მიმტკიცებ შენც.... |
ხო რაღაც დიდად განსხვავებულ რამეებს არ უნდა ვამბობდეთ თითქოს, უბრალოდ მე აქცენტს ვაკეთებ ერთ კონკრეტულ ასპექტზე - იმაზე რომ ვალდებლი და მოვალე არავინ არაფერზეა! ქალობასაც და კაცობასაც თავისი პლიუს-მინუსები აქვს და ცოლ-ქმრული კავშირის საძირკველიც სწორედ ერთმანეთის მინუსების ამოვსებაში მდგომარეობს და არა პლიუსების გაყიდვაში!  ვახ, ეს რა კარგი ნათქვამი გამომივიდა  . | QUOTE | | აი სწორედ მაგას ვამბობ რომ ცოლი რომ მოგყავს უნდ გაითვალისწინო რომ ხელის გულზე ატარო... ამაში არ იგულისხმება მაინცდამაინც ფული რომ დაახარჯო N რაოდენობით... |
ცოლი მომყავს, ცოლი! შვილი კი არ ამყავს საპატრონოდ! მაგას ვამბობ სწორედ, ძაან ინფანტილური დამოკიდებულებაა თქო ამ ქვეყანაში! დისნეის ზღაპარი ხომ არაა ხალხო, რა დაგემართათ? მსგავსი საუბარი კარგია და აუცილებელიცაა ჯანმრთელი ურთიერთობისათვის, ქმარმა ზოგჯერ უნდა გაანებივროს ცოლი, მოესიყვარულოს და ტკბილი სიტყვებითა და საჩუქრებით აავსოს, ისევე როგორც ქალმა უნდა ანუგეშოს და მოესიყვარულოს. მაგრამ ეს ხანდახან, რომანტიული ურთიერთობისა და სიყვარულის შენარჩუნებისათვის! ამის მიღმა არის რეალური ცხოვრება, სადაც ქმარიც და ცოლიც ადამიანები არიან თავისი პლიუს-მინუსებით და აქ მამაკაცს სჭირდება გვერდში მდგომი, ძლიერი ადამიანი, რომელიც მას დახმარებას გაუწევს და არა მოწუწუნო, სუსტი, ბავშვი რომელიც მუდამ ყურადღებასა და "ხელის გულზე ტარებას" მოითხოვს! პირიქითაც ანალოგიურად. moli-si
| QUOTE | | იმისთვის უნდათ რომ ცოლს უყვარდეს, ცოლმა მოუაროს და ცოლმა იზრუნოს მისი ბედნიერებისთავი.... |
ურივემ უნდა იზრუნოს ერთმანეთზე. TiaTia
| QUOTE | | იმიტომაც ვთხოვე ჩამოვთვალოთ რა ვალდებულებები აქვს ცოლს და რა ქმარს... და რომ გააბათილებთ მერე ნახავთ რომ ქალი გაცილებით მეტს აკეთებს |
| QUOTE | | მერე ჩვენც იგივეს ვითხოვთ და რამე ახალი ვთქვით? უბრალოდ კაცს სხვა დამატებითი (სიურპრიზები, საჩუქრები) საშუალებებით შეუძლია გააბედნიეროს ქალი და ამ დამატებით საშუალებებზე ამბობენ სწორედაც რას გვავალდებულებთო რასაც ჩვენ მოგვცემთ იგივე გეკუთვნით თქვენც არც მეტი არც ნაკლებიო.... მე ასეთი მოვაჭრე ქმარი ნაღდად არ მჭირდება და სხვისი არ ვიცი |
სწორედ თქვენ რომ ვაჭრობთ მაგაზეა საუბარი ძვირფასო  . სიურპრიზები, საჩუქრები - სიურპრიზი და საჩუქარია. კალენდარზე დატანილი ვალდებულება კი არა, რაღაც პერიოდულობით რომ "მოუპტიჩკავ" ქმარს. სასაცილოა ეს ყველაფერი! ჯაRმენი| QUOTE | | დაყვედრებისსმაილიკი დაგავიწყდა ბოლოში დაგესვა |
moli-si| QUOTE | მერე შენც გაუკეთე კაცს ის დამატებითი სიურპრიზები და საჩუქრები... გგონია მათ არ სიამოვნებთ ყურადღება? )) კაცებიც არანაკლებ მგრძნობიერეები არიან, არანაკლებ სიამოვნებთ ყურადღება.... |
საქმე იმაშია რომ TiaTia მამაკაცის მხრიდან მაგას ვალდებულებად აღიქვამს, ბავშვის გაჩენის სანაცვლოდ  . * * * Wrest| QUOTE | რას ქვია 3 შვილი გაუჩინა და ვალდებულია ხელისგულზე ატაროს.. ეგ შვილები მისი არაა?? ძალით გააჩენია ქმარმა?? როგორც ქმარი ისევე ცოლი ვალდებულია ერთნაირად იზრუნოს შვილებზე.. ასევე ორივე ვალდებულია ერთნაირად იზრუნონ ერთმანეთზე.. |
სწორედაც! ეს მართალია ხუმრობა-ნარევი ნათქვამი იყო იმ ქალისა დარწმუნებული ვარ, მაგრამ ძაან სამწუხაროა რომ ქალბატონების კატეგორია არსებობს რომელიც მართლა თვლის რომ კაცს შვილი "გაუჩინა" და საკუთარი ბავშვის გაჩენის სანაცვლოდ მას რაღაცა ფორმით საფასურის გადახდას თხოვს! ვერ წარმომიდგენია მე ასეთი მეუღლე და ასეთი დედა! This post has been edited by tbilisi123 on 20 Jun 2012, 12:02
--------------------
Hypocrisy Лицемерие ფარისევლობა
ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი!
|