ერთგვარი ფელეტონი, სარკაზმი თემაზე
”სიბრძნე სიჩლუნგისა” კაცებისათვის (და არამ ხოლოდ)
არ დაიჯეროთ რასაც აქაურ პოსტებში ამოიკითხავთ, თიქოს ყურადღება, სიყვარული, ერთგულება, "გიჟური სექსი" და რაიმე ამდაგვარი ფასეულობებია მთვარი ქალებისათვის, რომ ამ ყველაფერზე სწორება მოგიტანთ წარმატებას ქალებთან ურთიერთობაში. არა.
ეს ყველაფერი მხოლოდ ლამაზი სიტყვებია, ფნატაზიები, რომელსაც ცარიელი და ეგოსიტი პიროვნება ბადებს, თავის უაზრო არსებობას რომ გამართლება მოუძებნოს.
სინამდვილეში კი მთვარი არის აი რა -
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ადამიანი არის სოციაური ცხოველი და მეტი არაფერი, ანუ უბრალოდ მაიმუნი რომელმაც საათის ცნობა იცის, იცის რა ისწავლა. სოციალუი როლების, ნიღბების ”ნაკრები” ცხოველური არსისთვის - აი რა არის ადამიანი სინამდვილეში (რაის ღმერთი და რაის ანგელოზები, ზღაპარია ეგყველაფერი)
და რადგან ეს ასეა ჩვენი ცხოვერბისეული წარმატების საწინდარიც სწორედ საკუთარი ცხოველობის წარმატებული სოციალიზაციაა და არა რაღაც სიკალულები და სიფაქიზეები.
ხო ხო ასეა, ნუ გეცინებათ.
სოციალიზაციამეთქი, ეს კი აუცილებლად გულისხმობს რამედენიმე (ბევრი არ არის ნუ დაღონდებით) ძირითადი სოციალური კანონის ცოდნასა და მის არსში გარკვევას.
მაშ ასე - კლასიკური სოციალური მეცნიერება გვასწავლის, რომ არსებობს 4 ძირითადი სოციალური ”სტრატა”, სტრუქტური ელემენტი, ღერძი - რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის იერარქიულ პოზიციას და ”ბედისწერას” სოციუმში.
ეს ღერძებია ძალაუფლება, ფული, პრესტიჟი და განათლება.
როგორც ჩანს ამ ოთხიდან ბოლო -განათლება თავად მეცნიერებმა, საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე ან ზრდილობის გულისთვის დაამატეს, თორე ვის რა ჩემ ნოდრ მელაძედ და აკო მინაშვილად უნდა განათლება, ვის რაში გამოდგომია რეალურად, ”ვაშე”. ვაღიაროთ ახალ გულწრფელად რომ, მთვარია ძალაუფლება და ფული. ახლა რომელი რომელს განსაზღვრავს ფული ძალაუფლებს თუ ძალაუფლება ფულს, ეგ თითოეულ კონკრეტულ საზოგადოებაში სხვადასხვანაირადა ეწყობა, მაგრამ პრესტიჟსა და განათლებას (თუ უმაგისოდ არ შეგიძლიათ და გინდა თუ არა რამე პრესტიჟული დიპლომი გინდა რომ სახლში გედოს) ორივე მოგცემს, გაშოვნინებს - ” პრობლემა არაა ბრატ”
ესე იგი, რაც ვთქით აქედან გამომდინარე მთვარია კაცი სადმე ”ნაჩალნიკად” გაიჩითოს.
არ აქვს მნიშვნელობა სოფელი იქნება ეს, სკოლა , სამინისტრო თუ მთელი ქვეყანა - მთვარია ვინმეს უფროსი იყო. რათქმაუდა რაც უფრო ბევრი ხალი გყავს დაქვემდებარებაში მით უკეთესი, მაგრამ თავიდან ცოტასაც არა უშავს. ყველაფერი ქენით, ყველაფერი იკადრეთ (არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ზნეობა, მორალი, ღმერთი და მაგისთანა რამეები მოგონილი და ვიღაცეების მობოდილია სულ, გეუბნებით, მეცნიერულადაა დამტკიცებული) იმისათვის, რომ ძალაუფლება მოიპოვოთ ადამიანთა ჯგუფზე, არ დაზოგოთ არავინ და არაფერი იმისათვის რომ ”ნაჩალნიკი” , ”ხაზეინი” გახდეთ. როგროც კი ამას მიაღწევთ მაშინვე ჯადოსნურ შარავანდედში გაეხვევით და ყველა სულ სხვა, მოწოწებითა და პატივისცემით სავსე მზერით შემოგხედავთ. ზოგს შეუყვარდებით კიდეც და არ გაგიკვირდეთ. ისინიც კი, ვინც აქამდე თქვენს ძალაუფლებისაკენ სწრაფვასა და ამ მიზნის მისაღწევად ”ჩადენილ საშუელბებს ” არ ამართლებდა, კიცხავდა - ახლა სულ სხვანაირად აჭიკჭიკდებიან.
ნაჩალნიკობის, ხაზეინობის საიდუმლო ძალა იმაშია რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც დამოკიდებული ხდებიან თქვენს ნებაზე, ქვენს გადაწყვეტილებებზე. ამიტომ აუცილებელია ადამიანების თქვენზე დამოკიდებულებას პერმანენტული კულტივირება. ფული, რომელსაც აუცილებლად მოცემთ ქვენი ”ხაზეინის” მდგომარეობა (მერე რა რომ ის შეიძლებათქვენი არ იყოს და იყოს ვთქვად ბიუჯეტის, საწარმოსი ან სულაც მოპარული), უშურველად გამოიყენეთ იმისათვის, რომ გააფართოვოთ თქვენზე დამოკიდებული არსებების წრე. თქვენი კეთილგანწყობა, რომელიც სხვების კარიერულს წინსვლასა და სხვა პრივილეგიებს განსაზღვრავს - ასევე ეფექტურად უნდა გამოიყენოთ იმისათვის რომ კიდევ უფრო გააძლიეროთ ხელქვეითების თქვენზე დამოკიდებულება. განსაკუთრებით მაალი პილოტაჟია ”ხაზეინზე” ემოციონალურად დამოკიდებული ხელქვეითების გამოყვანა

ასეთები თქვენი გულისთვის ყველაფერზე წავლენ, ყველაფერს გააპრავებენ, ნოდარ მელაძეზეც დაგასკდებიან და ბოლოს საფლავში ჩაგყვებიან, პრობლემა არაა - მთვარია გქონდეთ ის სიკეთეები, ის ბერკეტები რასაც ”ნაჩალიკობა” განიჭებთ. აი, ხედავთ საწყის დებულებას დავუბრუნდით ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ყველაფერი ქენით, რომ გახდეთ ”ნაჩალნიკი” და თუ ამას მოახერხებთ ყველა ”დანახარჯი” ასმაგათ აგინაზრაურდებათ, ხელქვეითები და სხვანაირად თქვენზე დამოკიდებული ხალხი აგინაზრაურებთ.
ახლა, როცა გაქვთ ძალაიფლება და ფული (ვიმეორებ, მერე რა რომ შეიძლება ეს ფული თქვენი არაა, თქვენ ხო გაბარიათ) შეგიძლიათ მიხედოთ იმასაც თუ ”რა სურთ ქალებს ”

გახსოვდეთ, რაც მათ სინამდვილეში უნდათ იმის წყარო უკვე გაქვთ. ამ თქვენი 2 ღირსებიდან ისინი თავისით ”გამოდნობენ” ყველაფერ იმას რაც მათ ”სჭირდებათ” (საკმაოდ ვრცელი სიაა დამეთანხმებით).
უფრო მეტიც, თუ თქვენი პიროვნული თვისებები ბევრი ვერაფერია და გაქვთუამრავი ნაკლი - არ იდარდოთ - ”ხაზეინი” ბრძანდებით და თქვენზე დამოკიდებული ქალები, ისე როგორც თქვენი ხელქვეითები, თავადვე ” გადათარგმნიან ” ყველა თქვენს ნაკლს თქვენსავე ღირსებად.
აი ვთვქათ ფსიქიკა გადაგვარებული გაქვთ ძალაუფლებისათვის ბრძოლაში, ბევრი ”შრამები” გაქვ - იმის გამო რომ ნაჩალნიკი რომელიც თქვენს ზემოთაა, პერმანენტულად თავზე გაკუკავთ, სახალხოდ დედას გაგინებთ თქვენ კი ხმასაც ვერ იღებთ (”სამესჭირდება”, უნდა მოითმინოთ) - ეს ბოღმა და აგრესია ხომ უნდა წაიღოთ სადმე, ხოდა თქვენც თქვენს ხელქვეითებს დაერევით, უშვერი სიტყვებით აგინებთ და ამცირებთ. ხო საზიზღრობაა ერთი შეხედვით?! კი ბატონო მაგრამ არა ”ხაზეინისთვის” - თქვენს შემთხვევაში ეს იქნება ”მკაცრია მაგრამ სამართლიანი”
თუ დაკავებული პოზიციისათვის არაკომპეტეტნტური ხართ და ისედაც გონება დიდად არ გიჭრით (განათლებაზე ხომ შევთანხმდით, რომ ვის რა ნოდარ&აკოდ ჭირდება) არ იფიქროთ თქვენით დაინტერსებულამ ქალებმა, ისე როგორც თქვენმა ”სანაჩალნიკო” დაგზრახოთ,
თქვენი არაკომპეტეტნტურობა უპრობლემად გადაითარგმნება - ”თუ რამე არ იცის არ ერიდება რომ სხვას კითხოს”

ქო საკალლობაა?
თუ ვთქვათ ხეპრე და გაუთლელი ხართ, არა უკაცრავად ბრძანდებით , აი სეთი რომ ”საყვარელ ადამინთან” ..... ან ადამიანის გარეშეც, უბრალოდ საყვარელთან , საწოლში აკუებთ - არც ეგ ითაკილოთ, ამაზეც არ აგიბზუებთ ცხვირს თანამოხეპრედ ქცეული თანამოცხედრე, იმტომ, რომ თქვენის ”ხაზეინობის” ჯადოსნური ძალით, ასეთი საქციელი სიტუტუცე და გონებაჩლუნგობა კი არ იქნება არამედ - ”რა უშუალო და საყვარელი ხარ”.
თუ პასუხიმგებლობის სათანადო გრძობა არა გაქვთ, არც საქმიანი უნარები და თავად რეალუად საქმს ვერ აკეთბთ, რა პრობლემაა, აბა ”ნაჩალნიკი” რისთვის ხართ - ყველაფერი თქვენზე დამოკიდებულ ხელქვეითებს გადააბარეთ, იმათმა იმტვრიონ თავი, მთვარია უკვე ოფიქრებული დაფაქტიურად გადაწყვეტილი საქმეები, ამოცანები თქვენ შეგითანხმონ.
საბოლო რეზოლუცია საქმეს თქვენი უნდა ედოს , რომ ყველა დარწმუნდეს - საქმე სწორედ თქვენ გააკეთეთ, დანარჩნები უბრალოდ დაგეხმარნენ უმნიშვნელო დეტალების მოგვარებაში.არ იფიქროთ რამე სარკაზმი და დაცინვაა, თქვენი ხელქვეითებიც სწორედ ასე იფიქრებენ - უფრო მეტიც, სხვებსაც და საკუთარ თავსაც დარწმუნებენ იმაში, რომ ძალიან საქმიანი ხართ, მთელი ამხელა სამსახური თქვენ გაწევთ, ტიტანურ პრობლემებსწყვეტთ და სად გცალით თქვენ რაღაც ამ კონკრეტული საქმის მოსაგვარებლად.
სხვების მოგვარებული და გაკეთებულ საქმეებზე ”ვერდიქტის” დადებას დიდი დრო და ძალისხმევა არ ჭრირდება ამიტომ თქვენც შეგიძლიათ ეს ეს დრო საკუთარ ჰობის, გართობას და საყვარლებს დაუთმოთ. ოღონდ გახსოვდეთ, სამსახურში ყველაზე გვიან უნდა მიხვიდეთ და სამუშაო საათების შემდეგაც დიდხანს უნდა დარჩეთ, რომ ძალზედ დაკავებული კაცის რეპუტაცია გქონდეთ. ეს ”ხაზეინური” სტილია ცხოვრების .
ძალაუფლების მოპოვებას და მის შენარჩუნებას ყოველთვის მოხერხება და ვირეშმაკობა უფრო სჭირდებოდა ვიდრე ის რასაც ადამიანურ ღირსებებს (განათლებაზე აღარაფერს ვამბობს, ეს უკვე სასაცილოა) ეძახიან ვიღაცეები. ეგ ინფანტილური პრიმიტიები ეგენი.
ჰოდა იცოდეთ, რომ ”ხაზეინობის” გზაზე თუ მწვერვალზე, გაიძვერობა და სიყალბე თქვენი თანამგზავრი იქნება. არც ეგ ითაკილოთ, სულ ერთია ვის ატყუებთ და რატომ ხელქვეითებს ”მეგობერბს” (ეს სიტყვა სინამდვილეში საჭირო, გამოსადეგ ადამიანებს ნიშნავს, დაიმახსოვრედ - არაფერი პირადი მხოლოდ ბიზნესი. ), ცოლს, საყვარლებს თუ საკუთარ თავს - ამასაც ”გაგიპრავენებ” თქვენის ნაჩალნიკობის ”მადლით” და ეს ყველაფერი სიყალბე და ტყული კი არ იქნება არამედ - ”სხვანაირად ხედავს სიტუაცის, უბრალოდ მისი არ ესმით”
და კიდევ ბევრი სხვა ასეთი რამ.
ხო მართლაც გამიური ძალა აქვს ”ნაჩალნიკობას” ჰა?! ხო ”ასწორებს”?!
აბა რა, მთვარია გქონდეთ თანამდებობა და ფული და თუ გინდა ისეთი საქონელი იყავი როგორც ქვემორე მდებარე სურათზე - აუცილებლად იქნებიან არსებები ვინც ”გაგაღმერთებენ”.
ნუ თუ მთლად ღმერთად არ გამოგაცხადებენ რაიმე სათაყვანებელ ადგილს მაინც მიგიჩენენ თავიანთ გულსა და გონებაში და მასზე დააპროეციერბენ მთელს თავანთ აუხდენელ ოცნებებსა და ფანტაზიებს (მათ შორის სექსუალურსაც)
აბა ჰე. წარმატებები